ერთს.


გრძნობათა ცვლა ამ არეულ სამყაროში, იდუმალება ცაშლილი მანქანის ხმაურით.
აღმართულ ძეგლთა ნგრევა ურწმუნოებისათვის და ბრძოლა არსებობისათვის.
რეალობაში ემოციების ნაკლებობით გამოწვეული არსებული ნატურის მკაფიო გადანაცვლება ტილოზე, ტილოს გადასვლა კედელზე იმიტომ რომ დასრულებულია.
ტილოს სიმძიმისგან დატვირთული კედლის ნგრევა, შენგან წამოსული ფიქრი : “ ალბათ კედელმა ვერ გაუძლო.” და მიწის ყრა.
დროის გასვლა მიწის გაყოფა და ისევ იმ ტილოს სიმძიმე, მაგრამ ამჯერად მიწაზე.
ხარხარი გამოწვეული აღფრთოვანებით, წმენდა,
რხევა,
ხილვა,
ხევა
და მისგან წამოსული ფიქრი : “ იდეალიზმოს ნგრევა.”…
ნდგრევა სამყაროს ნგრევა და რწევა, აკვნის რწევა გამოწვეული ახალად დაბადებული ნატურით, რომელიც რეალობაში ემოციების უკმარისობის გამო სულ ცოტახანში ისევ ტილოზე გადაინაცვლებს.


_____________________________________________________________________


არ იფიქროთ.


ცუდია როცა არ იცი ვინ ხარ, რა ხარ. საიდან ხარ ან თუნდაც რა გინდა ამ ვითომ ახლობელ უცნობ ხალხში. ცუდია როცა რაგაც გინდა მაგრამ არ იცი რა, არც ის იცი რომ გაჩნდეს ის რაც გინდა დაკმაყოფილდები ტუ არა, ალბათ უპრო სჰეუძლებელს მოითხოვ და ასე გაგრძელდება იქამე სანამ სურვილების პიკს არ მიაღწევ, და მაშინ უკვე როდესაც აღარაFერი არ გინდა Fიქრს დაიცყებ იმაზე ტუ რად გინდოდა ის ყველაFერი რაზეც ოცნებობდი და რაც აისრულე. აზრს ვერ იპოვი და ცრემლებს შეაფარებ თავს, მელანქოლიაში შეხიზნულს ბავშვობაში აუხდენელი ნატვრა გამოგარკვევს კითხვით – “რატომ ტირი? “ გონება გაგინათდება ამ პატარა სინათლეს მოეჭიდები და დილით ცჰვეული, ენერგიული რითმით განაგრძობ ცხოვრებას იმ იმედით რომ ხვალ, ბავშვობაში ნანატრ სურვილსაც შეისრულებ.
მაგრამ ვინ იცის დადგება კი ხვალინდელი დღე, ან ტუ დადგება იქნებ ის დღევანდელზე უარესი იყოს ან იქნებ სწორედ ხვალ დგება ის დღე როდესაც სჰენ უნდა გაქრე, თან გაქრე ისე რომ ერთი პატარა ლაქაც კი არ დატოვო ამ სამყაროში, მაგრამ ადამიანი იმედით ცხოვრობსო უთქვამს ბრძენს სჰენც ეს ცაგიკიტხავს და ამ სიტყვებში რაღაც ნუგეშის საპოვნელად სულ უფროდაუფრო ხშირად იმეორებ მათ.
თვალები გეხუჭება, ტირილის თავი აღარ გაქვს. რატომ წვიმს? რატომ ბნელა? გაგეღიმა ამ კიტხვებზე პასუხი იპოვე, წვიმს იმიტომ რომ სჰენ ტირი ან იქნებ არც წვიმს, ბნელა იმიტომ რომ თვაკლები გაქვს დახუცჰული, ან იქნებ არც ბნელა, გაახილე გაახილე თვალები, ნუ იტოვებ უპასუხო კითხვებს, გაახილე თვალები, ერთხელ და სამუდამოდ გადალახე ის ზღვარი რაც ოდესღაც შენსა და სამყაროს შორის გაავლე. მაგრა ნეტა ყველაფერი ასეთი მარტივი და ერთმოქმედებიანი იყოს.
ფიქრებიდან სიზმარში გადაინაცვლებ და ნახავ პატარა პეპელას რომელიც ასე ლაღად და უდარდელად დაფრინავს ერთი ყვავილიდან მეორეზე. მიუხედავად იმისა რომ იცის ხვალინდელი დღე არ გაუთენდება, მაინც არ იტანჯავს თავს იმაზე ფიქრიტ თუ რა იქნება ხვალ, უბრალოდ მიჰყვება ცხოვრების დინებას და წამითაც არ უსწრებს ტალღებს. შენც გინდა ასეთი პატარა და შეუმჩნეველი რომ იყო მაგრამ გინდა არა იმიტომ რომ მოგწონს პეპელა, არამედ ისევ იმიტომ რომ ცხოვრებისეულ წინაღობებს აარიდო ტავი.
სიზმარიც მოგბეზრდა გგონია რომ ყველა და ყველაფერი შენც წინააღმდეგ მოქმედებს. თვალებს გაახელ და დაინახავ ოთახს, ჩაბნელებულს, ოთახის შუაში როიალი, როიალზე სანთელი. სარკე სკამს ირეკლავს და ადამიანის კონტურს აძლევს. სარკიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს – კუბო, კობოსტან ადამიანი ტირის, ალბატ ვიგაც მოუკვდა. რა ხდება?! შეიძლება ეს ყველაფერი მომავალი იყოს?! Aცმყოში დანახული მომავალი.
ფანჯარა გაიღო, ქარმა სანთელს სული შეუბერა და ჩააქრო, სამაგიეროდ ვიღაც უცნობმა შუქი აანთო. სარკესჰი დანახული სურათი ქრება. ქრება მაგრამ სხვა ჩნდება, ახლა უკვე სჰენ დგახარ კუბოსტან და დასტირი შენც უსულო სხეულს.
მომავალი, ყველაფერი მომავალი ყოფილა – ჩაილაპარაკებ და გაქრები..

P.S. აი სადამდე მიგიყვანა ერთმა, უმნიშვნელო ჩაფიქრებამ.


____________________________________________________________________


ყველა თავისთვის უბერავს.

აივანზე იჯდა, ფეხები მოაჯირზე შეელაგებინა, თავი უკან, სკამზე გადაეგდო და დაახლოებით ჩამომხვრჩალი კატის შთაბეჭდილებას ტოვებდა ოღონდ ეს ცოცხალი იყო, ცოცხალი ამ დრომდე სანამ სახლში მივიდოდა, ყველაფერზე დაგრუზული და ფინჯანი ყავით არ დაასრულებდა დღეს, ისევე როგორც დაიწყო დილა …
ყავა, სიგარეტი …
სამსახური …
ხალხი …
ცალკეული იდივიდები თავიანთი პრობლემებით, უადვილესიამ მათთან ურთიერთობა, მხოლოდ მოსმენით, თავის ქნევით თანხმობის ნიშნად და სიტყვა განაგრძეთი კმაყოფილდებიან, ოღონდ არ უნდა გაიგონ რომ შენ მათ არც კი უსმენ, თორემ თუ ერთი დაკარგე მას აუცილებლად მიჰყვება სხვა დანარჩენი.
ყელში ამოსული მოყავისფრო კაბინეტი, უამრავი ფურცლებით მაგიდაზე და ტყავის სავარძელი რომლის ფორმასაც იგებს მთელი დგე, წინ მდგარი დიდი კომფორტული დივანი რომელზეც დღეში მინიმუმ სამჯერ გინდება წამოწოლა, მაგრამ არ შეიძლება იმიტომ რომ ჭუჭყიანია იმ ხალხის ისტორიებიდან ჩარჩენილი სხვადასხვა მუქი პერსონაჟებით რომლებიც ყოველდღიურად ჯდებიან მასზე, ყველა ერთმანეთის მიყოლებით, ერთის გარდა …
იმ ერთის რომელიც კაბინეტში შემოსვლისთანავე ფანჯარასთად მიდის, რაფაზე მდგარ ყვავილებს დასცქერის და თავისი პატარა თითქოსდა გამჭვირვალე ხელებით ეფერება თითოეულ ფოთოლს, მერე მათ შორის კალათდება და ასე იწყებს საუბარს თავის თავზე …
მისი მონაყოლი კაბინეტის პატრონს ბავშვობაში გადახდენილ და გონების სადღაც ბნელ კუთხეში დახშულ და დამალულ ამბებს ახსენებდა, თურმე ძალიან გავდნენ პაარაობაში, იმასაც კი პიქრობდა ნეტავი ადრე გამეცანი და ამ კაბინეტის გარეთო, რადგან პაციენტთან სხვაგვარი ურთიერთობა კანონით ისჯებოდა, თან გოგონა დაახლოებით 17 – 18 წლის თუ იქნებოდა.
ერთადერთი ადამიანი, ამ შემთხვევაში კლიენტი, რომელიც ძალიან სიამოვნებდა კაცს, ყოველდღიურად მოდიოდა და უფროდაუფრო ახლოვდებოდა კაცთან, ზოგჯერ ისიც კი ეგონა რომ თავის თავის თავს ელაპარაკებოდა სარკეში.
დაწოლის დრო იყო, თორემ დილით ფიქრით გადაღლილი ტვინი გაღვიძებას ვეღარ შეძლებდა და ეს არცთუისე კარგი იყო.
უკან გადაწეული სკამი გაასწორა, ფეხები მოაჯირს მოაშორა და დაბლა დაუშვა, ადგა, ერთი გრამ ჩასუნთქვა და უკვე საძინებელ ოთახში იწვა, ძილის მოლოდინში.
დილა. სიგარეტი …
სამსახური …
ხალხი…
უცვლელი მიმდინარეობა დღის, და ზუსტად 4 საათი, დრო საყვარელი პაციენტისა, კაბინეტში შემოსულ გოგონას მისი ჩვეული მოქმედებები არ გაუკეთებია, სემოსვლისთანავე მოყოლო დაიწყო, ძალიან შეწუხებული ჩანდა ემოციებისგან დაცლას ვერც აქ ახერხებდა, კაბინეტს ფეხაჩქარებული, ხელების ქნევით და ცრემლიანი თვალებით ურტყავდა კრუგს, მერე საყვარელ ფანჯარასთან შეჩერდა ყვავილები ძირს გადმოყარა, ფანჯარა გააგო, გრმად ამოისუნთქა ხელები გაშალა და …
- რას შვები?!
კაცი მივარდა, ხელები წელზე შემოხვია გოგონას თვალებში ჩახედა, გაუგიმა და
- თქვენ გგონიათ გადახტომას ვაპირებ?!
საშინლად ბოროტად გადაიხარხარა გოგონამ,
- არა თქვენთვის გავაღე … უთხრა ბოლოს და …
ასრულდა მისი ოცნება …
ფრენა ისწავლა …

გამომძიებელი დაკითხვაზე ფსიქოლოგის მდივანს იწვევს,
პირველი კითხვა,
-ვინ იყო კაბინეტში როცა ეს მოხდა?
-არავინ, მარტო იყო, ბოლო ხანებში უცნაურად იქცეოდა, ყოველდღე 4 საათზე კაბინეტში იკეტებოდა და გაურკვევლად ლაპარაკობდა თავის თავთან .


___________________________________________________________________


როდემდის?!


მოხუცი ადამიანი ქუჩაში ხელგაწვდილი მოითხოვს შველას.
ჩვენ კი გვერდს ვუვლით ღიმილით ყველა.
ის, მაინც იქ დგას
და
ჩვენს ღიმილებს ითვლის და ითვლის.
მუჭა ევსება მაგრამ ...

თითქმის შიშველი სხეულის რხევა,
ბავშვი მოხუცთან
და
ცრემლთა დენა.
ცრემლის მოწმენდა ჩვენი ღიმილით
და
ბავშვის თვალებში
მომავლის
რწმენა.

ისევ ის ქუჩა
მოხუცის გარეშე.
ისევ ის ბავშვი, ამჯერად მარტო.

ჩვენი ღიმილი ბავშვის მუჭაში
გროვდება ...
ივსება ...
იცლება ...

როდემდის?!


____________________________________________________________________


ბრუნვა.



წამები, წუთები, საათები.
დღეები, თვეები, წლები.
დღე - ღამე
მზე - მთვარე.
ყვავილი მინდორზე,
თევზები წყალში,
კენჭები მიწაზე,
ჩიტები ცაში.
ხეები ტყეში,
მხეცები მთებში,
მე შენში,
შენ ჩემში.
სიჩუმე ხმაურში.
ხმაური ჩურჩულში.
ჩურჩული გონებაში.
გონება სხეულში.
სხეული კუბოში.
კუბო მიწაში.
მიწა დროში.
დრო ჩვენში.

ჩვენ?!
ჩვენ ისევ ერთმანეთში.


____________________________________________________________________


უ - სათაურო ( დ ) .


მოცისფრო ფერში წვები და თავი სცენაზე გგონია, იმდენი რაღაც განათებს.
მერე ცივ, თხელ და ბასრ საგანს გრძნობ მუცელზე, რომელიც კვალად ღრმად გადახსნილ ჭრილობას და ერთბაშად ამოვარდნილ სისხლს ტოვებს – გჭრიან.
მუცელი სუნთქვას იწყებს და ვიღაც რეზინის ხელთათმანებიანი ადამიანი რაღაცას ეძებს შენში ( ალბათ სხვა ადამიანს რომელიც მანმადე იყო შენში და რაღაც დატოვა-დარჩა )
პოულობს, ამოაქვს და ვიღაც მეორე რეზინისხელთათმანებიან ადამიანს აწვდის, ნეტა რად უნდა?!
რაღაც თოკს ჭრიან და ახლა უკვე ერთით მეტი იწყებს სუნთქვას მოცისფრო ფერში.
დგები, კარს იხურავ და სხვა ოთახში გადიხარ.
იქაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა მაგრამ აქ წინა ოთახში ამოღებულს, მთელი ძალით და სწრაფი მოძრაობით ურტყავენ დანას, ის კვდება და შენ თვით კმაყოფილი ტოვებ ამ ოთახსაც.
ისევ პირველ მოცისფრო ფერში ბრუნდები, სადაც იყავი ისევ იქ წვები,
-ისევ ასე ჯობს.
ფიქრობ და თვალებს ხუჭავ.
მერე თეთრ ფერში იღვიძებ, შენიდან ამოღებული ისევ სხვას უჭირავს ხელში. ღიმილით მადლობას გიხდის და მიაქვს.
ატან …
და უკეთეს შემთხვევაში მთელი ცხოვრება ნანობ ამაზე.


___________________________________________________________________


5:59 – 6:00


უსათაუროდ... ყველაფერი უფრო მარტივია...

ბნელოდა... ისე, თითქოს უფალს არ ეთქვას ჯერ ”იქმენ ნათელი”... შუაღამე დიდი ხნის გადასული იყო, მაგრამ მთვარე არსად ჩანდა... ვიჯექი მარტო წყლის ნაპირას და ვფიქრობდი... ვფიქრობდი იმაზე, თუ რატომ გავჩნდი, ვის დავჭირდი... ყველა ადამიანი მეორე ნახევრისთვის არის გაჩენილი, განგება ადამიანებს ერთმანეთისთვის ქმნის... სულაც არაა აუცილებელი ამ ორ ადამიანს ვნება აკავშირებდეს, შეიძლება ისინი ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს ცხოვრებაში... დაინახონ უბრალოდ ერთმანეთი და მორჩა... მისია შესრულებულია... ნეტა მე თუ დავინახე ის? ჩემი მეორე ნახევარი...

როგორც სოკრატე ამბობს, თურმე, ძალიან ადრე, ქვეყნიერების დასაწყისში ადამიანები ორორად იბადებოდნენ და ასე შეერთებულები დადიოდნენ, მერე კი ღმერთმა დახლიჩა ისინი და სხვადასხვა მხარეს გაუშვა... ხოდა, ახლა ეს ნახევრები ერთმანეთისკენ ისწრაფვიან, ერთმანეთს ეძებენ...

მე ვისთვის შემქმნა განგებამ? ვისთვის... შავ, მდორედ წამოსულ მდინარეს ვაკვირდებოდი, მაგრამ პასუხი არ ჩანდა... უცებ, ღრუბელმა გადაიყარა ცაზე და მთვარეც გამოჩნდა... ლამაზი სანახავი იყო სარკისებრ ზედაპირზე დანახული ყვითელი დისკო... ლამაზი მაგრამ მოწყენილი... იქნებ მე მთვარისთვის გამაჩინა ღმერთმა?! ვინ იცის?

მთვარისთვის ვერ გაგაჩენდა ღმერთი, იმიტომ რომ მთვარე შენამდე იყო” - მიპასუხა ვიღაცამ... ვინ იყო სი, არც დავინტერესებულვარ, მე ხომ ჩემს ნახევარზე ფიქრით ვიყავი გართული და სხვა არავინ მაინტერესებდა ამ წამს. ”ყველა მთვარესთან აკავშირებს თავს, ყველა, ის ყველა, ვინც მარტო გრძობს თავს და რომანტიულ განწყობაზეა, ვინც ფიქრის ხასიათზეა და არ იცის, რაზე იფიქროს” - დაუკითხავად განაგრძო უცნობმა - ”შენი მაგ ფიქრის მიზეზიც ეგ არის, თუ მართლა ეძებ მას? თუ არ ეძებ და უბრალოდ გაინტერესებს, არსებობს თუ არა... არა, უფრო პირველია ალბათ, იმიტომ, რომ შენ სოკრატეს თეორია გაგახსენდა და აქედან გამომდინარე, ”მეორე ნახევრის” არსებობის გჯერა. ყველა პოულობს ”ნახევარს”, მაგრამ ყველა ვერ ხედავს მას. ზოგის მიზეზი მარტივია - ვერ ხედავენ, ზოგს კი უბრაოდ არ უნდა დანახვა. შენ?”

”მინდა, ძალიან მინდა...” არც მიმიბრუნებია თავი, ისე ვუპასუხე სიცარიელეს... ძნელია მარტოობა... ზამთარში საწვიმარზე დაკიდებულ ლოლოებს გავს, მათსავით გრძელია და ცივი... იმ ერთადერთის დანახვის იმედი რომ არა, აქამდე ამ მდინარის ტალღებს შევაფარებდი თავს... - ირონიულად გამეღიმა საკუთარ თავზე... მეც ადამიანი ვარ და მჯერა ბედნიერების, ხოდა წყნარად ველოდები იმ დღეს, როცა მას დავინახავ... იცი რამდენჯერ მინდახავს ჩემს სიზმრებში?! ისე ცხადი, ისე ნამდვილი, მაგრამ როცა ხელით შეხებას ვცდილობ, მაშინვე კვამლივით იფანტება... მაშინ მეუფლება ის ზამთრის ყინულივით ცივი მარტოობა... თითქოს დროც კი ჩერდება, რომ რაც შეიძლება, დიდხანს და მტკივნეულად განვიცადო ყველაფერი... მაშინ მტკივა სული... ძალიან მტკივა...

”გაყინული სული არაფერს გრძნობს, არ გეტკინება, გაყინული სულით მას ვერ იპოვი, იმედი ნუ გექნება” - სიტყვა გამაწყვეტინა - ”ირონიულად კი საკუთარ თავზე იმიტომ გეღიმება, რომ შენც იცი, იტყუები. ის ერთადერთი აქ არაფერ შუაშია, აქამდე კი ამ შავი მდინარის ტალღებს იმიტომ არ გაყევი, რომ გეშინია, იმის გეშინია, რომ სინანულის გრძნობა აღარ გექნება, მერე ვეღარ ინანებ იმაზე, რომ ეს გააკეთე და აზრი საერთოდ აღარაფერს ექნება. ახლა ფიქრით მაინც აკავებ გონებას და მერე... ეს ერთადერთი კი უშენოდ ცოცხლობს, არც კი ფიქრობს შენზე, ხო... ხო... რატო ამომხედე ეგრე?! აბა რა გგონია, ისიც ასე თავჩახრილი ზის და შენზე ოცნებობს? ჰეჰ... არა, არ დაიჯერო, შეიძლება გუშინ, ხვალ, ოდესმე, მაგრამ არა ახლა... ახლა აშკარად არ ფიქრობს შენზე, ვერ გრძნობ? რატო აგრძელებ აქ ჯდომას და მასზე ფიქრს? არ ჯობია, რომ ადგე და გაიარო, იქნებ სადმე დაინახო მისი თვალები და მიხვდე, რომ ისაა, ან იქნებ უბრალოდ უკან შმეობრუნდე და მე შემომხედო? მაგრამ არა... შენ ისევ მანდ ჯდომა და ფიქრი გირჩევნია, იმიტომ რომ მოქმედების გეშინია, შენყველაფრის გეშინია, იქნებ მე ვარ ის ერთადერთი? შენი ”ის ერთადერთი?” მაგრამ შენ ამაში დარწმუნებულიც რომ იყო, მაინც არ შემობრუნდები და არ მეტყვი ამას, იმიტომ რომ გეშინია... შენ ყევლაფრის გეშინია!”

გეშინიააააა - ყურში ჩამჩურჩულა ხმამ და გაქრა... უცებ შემოვტრილადი... ჩემს უკან ბნელი ჭალა იყო... მეტს ვერაფერს ვარჩერვდი... მხოლოდ მდინარის დაღლილი ჩხრიალი და ხეების რხევის ხმა ისმოდა... და კიდევ... რაღაც მუსიკა... მუსიკა... იავნანასავით თბილი... ნაზი... თითქოს ვიღაც ღიღინებდა... მაგრამ არა... აქ ვინ უნდა იყოს ამ შუაღამისას?! მე ხომ მარტო ვარ ამ ბნელ ჭალაში... სულ მარტო... ხმა ძლიერდებოდა... თითქოს ჩემსკენ მოიწევდა... სმენა დავძაბე... შევეცადე იმ მიმართულებით სიარულს, საიდანაც ეს მუსიკა მოდიოდა... ძალიან, ძალიან მომინდა მენახა, ვინ მღეროდა... უეცრად ისტერიულმა შიშმა შემიპყრო... ვაი თუ ავცდე ამ ხმას?! ფრთხილად მივიწევდი წინ... თვალები დავხუჭე, ირგვლივ მაინც ვერაფერს ვხედავდი, ასე კი უფრო ვამახვილებდი სმენას... მგონი სწორად მივდივარ... მგონი... სიმღერა შეწყდა... ისევ შიში, ოღონდ ახლა უკვე რაღაც ნაპოვნის და აღმოჩენილის დაკარგვის შიში... გული ამიჩქარდა... ყურები დამიგუბდა და გულისცემა მესმოდა მხოლოდ... მაგრამ არა ჩემი გულისცემა, ეს ხმა ჩემს პულსს არ ემთხვეოდა და საიდანღაც მოდიოდა... სულის სიღრმიდან... ეს სული კი ამ ჭალაში ტრილაებდა... ამ ხეებს მიღმა... ამ ნაპირთან, ოღონდ ცოტა მოშორებით...

უცბათ საშინლად ახლოს ვიგრძენი ხმა, თითქოს სუნთქვას და თბილ ჰაერსაც კი ვგრძნობდი სახეზე, ამის უფრო შემეშინდა, თვალები გავახილე და... საშინელი დარტყმა ვიგრძენი, იმან, რაც ასე მიზიდავდა, ხელი მკრა და ამ ვებერთელა ჭალაში ჩამაგდო, ახლა კი ცხადად შევიგრძნე შავი მდინარის ტალღები, მართალი ყოფილა ის ხმა, ზევით რომ მესმოდა. ამ მომენტის მეშინოდა, მაგრამ ახლა იმის უფრო მეშინია, ისე არ მოვკვდე, რომ ვერ გავიგო, ვინ იყო ის, ვინც მღეროდა, ვინც ხელი მკრა...

- უკაცრავად, რომელი საათია?

- ბატონო?

- საათი... - ხელი მაჯაზე დაირტყა გოგონამ და გაკვირვებულმა შემომხედა, - მგონი გაგაღვიძეთ?!

- არა... კი... ჩამძინებია, მაგრა, არა უშავს... საათი? არ მაქვს... არა, კი, კი, ახლავე... ათის ნახევარია, სწორედ ის დროა, როდესაც მე ერთხელ მოვკვდი.

- ბატონო?

- არა, არაფერი... თქვენი სახელი?

- მე...

არაფერი უთქვამს, გაოცებული სახით შებრუნდა და წავიდა, მეც გავეკიდე და რაც უფრო ვუახლოვდებოდი, მით უფრო უჩქარებდა გოგონა ფეხს. დავეწიე, ხელით ხელზე შევეხე და...

- ასე შეგაშინეთ?

- არა, იცით, მე მეჩქარება, მელოდებიან.

- თქვენ მღეროდით?

- ჩემთვის ვღიღინებდი, ბოდიში თუ შეგაწუხეთ, არ მეგონა, თუ ვინმეს ესმოდა.

- ბოდიში? რისი ბოდიში?! სად გეჩქარება? ვინმე გელოდებათ? - დავაყარე კითხვები და მივხვდი რომ ჰაერი აღარ მყოფნიდა... გავჩერდი, ამოვისუნთქე და პასუხს დაველოდე...

- მელოდებიან, მელოდებიან... - ნერვიულად წარმოთქვა და თავი გვერდზე გაწია...

ისევ შიში... ოღონდ უკვე განსხვავებული შიში... დროის სიჩქარის შიში... ჩუმად დავხედე საათს, არ მინდა ამით შევახსენო, გაგვიანდება-თქო... ნეტა ვისთან მიიჩქარის? ნეტა თუ იცის რომ ის მეორე ნახევარი მე ვარ? ალბათ ჯერ არ იცის... უნდა ვუთხრა? იქნებ თავად მიხვდეს... არა, მე ვერ ვეტყვი, არც დამიჯერებს... არადა, მე ხომ ვიცი, რომ ისაა...

- ხომ არ გცივა? - ვკითხე და ამ კითხვაში ჩემდა უნებურად მთელი სითბო ჩავაქსოვე, რაც კი ამ გულს შეეძლო დაეტია... იმასაც მივხვდი, რომ არც მიცდია, ისე გამოვიდა ეს...

- კი, ცოტა მცივა... - ჩუმად მიპასუხა... ტავი აწია და მწვანე თვალები მომაპყრო... ბნელოდა, მაგრამ კარგად ვარჩევდი მის მწვანე თვალებში ჩამდგარ ცრემლის წვეთს, უპეები რომ არ აძლევდნენ ღაწვებისკენ დაგორების საშულაებას...

სვიტრი გავიხადე და შიშველ მხრებზე მოვაფარე... ეტყობოდა, ესიამოვნა...

- სად გეჩქარება? - გავუმეორე შეკითხვა...

არ უპასუხნია... მაგრამ შევატყვე რომ წასვლას აღარ ჩქარობდა... იქნებ მიხვდა - ისევ გამიელვა თავში... ნეტა მიხვდეს...

ეს ბოლო ფიქრი ისე გამეჭიმა, ისე დიდხანს გაგრძელდა, რომ სხვაზე გადასვლაც ვერ მოვასწარი, ისე დავკარგე ახლად ნაპოვნი ნახევარი.

”ხომ გითხარი, მოქმედების გეშინია-მეთქი” - ისევ ის ბოროტად ნაცნობი ხმა ჩამესმა ყურში - ”ფიქრი... ფიქრი... იმდენი იფიქრე, რომ გოგონაც გაგექცა, რატომ გეგონა, რომ ეს ის იყო? მარტო იმიტომ, რომ იმ დროს გაგაღვიძა, გამოგაფხიზლა, როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდებოდა?! იდექი ახლა ეგრე, უყურე გზას და იფიქრე, საით წავიდოდა. იფიქრე... იფიქრე... შენ ხომ მეტი მაინც არაფერი შეგიძლია. ძირს მაინც დაიხედე, როგორ უმადურად დაგიგდო შენი მზრუნველობით გახდილი სვიტრი ფეხებთან და როგორ დაუმშვიდობებლად წავიდა. ეს რომ ის ყოფილიყო, ახლაც ისევე გამოგაფხიზლებდა, როგორც მაშინ, ახლაც ხომ არანაკლებ გჭირდება ეს შენ?!”

”მომშორდი” - ბოლო ხმაზე ვიყვირე და გავიქეცი, იმ ხმისგან შორს გავიქეცი, რომელიც ისედაც სულ ჩემთან, ჩემში იყო და როცა მე მინდოდა, მაშინ იჩენდა თავს.

სახლში ძალიან დაღლილი, თითქმის ნახევრად მკვდარი მივედი, მაგრამ ნახევრად არ ითვლება. იქვე უნდა დავრჩენილიყავი შავ მდინარეში, მაგრამ იქნებ ასეც იყო საჭირო, იქნებ მე ის კიდევ ერთხელ ვნახო, მერე უკვე აღარ ნამდვილად აღარ დავიწყებ ფიქრს და აღარ გავუშვებ არსად. მას რომ უკვე ყავდეს ნაპოვნი ”ის თავისი ერთადერთი?! მაგრამ.. არა, ეს როგორ შეიძლება? ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის შეგვქმნა ღმერთმა (თუ ის სადმე არსებობს და თუ აქეთ ჩვენ არ შევქმენით ის)...



_____________________________________________________________________________________


ნახატი.



როცა არაფერი არ ხდება, როცა წასაკითხი აღარაფერია, როცა ოთახში ნახატები ერთმანეთში ირევა და ახალი ნახატი იხატება. ძალიან აბსტრაკტული და ძნელად აღსაქმელი, შენ ჯდები და დაკვირვებით უცქერ ნახატს, ცდილობ მასში რაღაც შენებური დაინახო. რამდენად სწორედ უახლოვდები ჩადებულ აზრს არ იცი მაგრამ მაინც შენს სენტენციას წერ, ნახატის ცითელი ფონი რატომღაც სისხლთან ასოცირდება არადა სრულიად შესაძლებელია მხატვარს წითელი პონი სიყვარულთან დაეკავში რებინა.
შენ უფრო სხვა რამ გაფიქრებს, წითელ ფონზე დიდად დახატული კაცის სახე, შუაზე გაყოფილი და ერთმანეთისგან კატეგორიულად განსხვავებული. იქნებ ადამიანის გაორებაა ჩადებული, მაგრამ მაშინ ნახევრები მსგავსი უნდა იყოს და მხოლოდ ფერთა ტონალობით უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან,. იქნებ აქ კაცთაშორის სიყვარულია ჩადებული, გაგეგიმა თავი დახარე და … “არა, არამგონია ამ გრძნობის ასე დახატვა შეიძლებოდეს, მეც ხომ მხატვარი ვარ და ვიცი! “ – გაიფიქრებ და ისევ ნახატს ახედავ. ახლა უკვე მე მეგიმება და გისმევ შეკითხვას “ რატომ გგონია რომ ყველაფერი იცი?! “ თვალებში შემოგხედავ პასუხის მოლოდინში, მაგრამ სულ დამავიწყდა მე ხომ ფიზიკურად შენთან არ ვარ და აქედან გამომდინარე შენ ჩემი არ გესმის.
ახალი აზრი გებადება – იქნებ ხალხთაშორის ურთერთგაგებაა გამოხატული, მიუხედავად იმისა რომ გონიათ ერთმანეთს კარგად იცნობენ, ბოლოს ირკვევა რომ ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი, სწორედ ამ განსხვავებული ხაზებით ავსებდა ერთმანეთს და იქნებ ამიტომაა სახეები გაყოფილი, ნახევრები ერთმანეტისგან განსხვავებული, მაგრამ სახე მაინც მთლიანი.
დგები ფუნჯს შავ საღებავში ასველებ და ხატვას იწყებ. “დაე სხვებმა იმტვრიონ თავი ჩემი ნახატების ამოცნობაში “ ეგოიზმი იღვიძებს შენში, მაგრამ მთავარი გავიწყდება - შენ არ ხარ იმ რჩეულთაგანი რომლებიც ხატავენ და შემდეგ მათ ნახატებს შედევრებად აღიარებენ …
და იცი რატომ?!
თუნდაც იმიტომ რომ ხატვას, შავი ფერით იწყებ … : )


____________________________________________________________________


არ ვიცი.


და აი ვიღებ დანას, ნელნელა ვუახლოვდები სამზარეულოში მოფუსფუსე დედას, თმებში ხელს ვუცურებ, უკან ვწევ და ხელის სწრაფი მოძრაობით დანით ვჭრი ყელს. სისხლი როგორც რომელიმე პარკში მდგარი შადრევანი ასხავს, ასხავს და სულ რამოდენიმე წამში თეთრი სამზარეულო წითლად იღებება. უსიცოცხლო სხეული მძიმედ ეცემა იატაკზე და რეფლექსის სახით თრთის, თვითკმაყოფილი ახლა უკვე საძინებელ ოთახში შევდივარ და ტკბილად მძინარე მამას მთელი ძალით ვცემ დანას გულში. ისევ სამზარეულოში შევდივარ, მაცივრიდან წყლით სავეს ბოთლს ვიღებ და ძალიან წყნარად ვასხავ ჭიქაში. უკნიდან რაგაც ხმაური მომესმა, მივბრუნდი, ნახევრად ცოცხალი მამაჩემი მობობგავს იატაკზე, შეშინებული სახით და თვალებში მხოლოდ ერთი კითხვით : “ რატომ? “ წყალს ბოლომდე ვცლი, ბოთლს ისევ მაცივარში ვდებ მამაჩემისკენ მივიწევ. იატაკზე მის პირდაპირ ვჯდები, ხელში დანას ვატრიალებ, გიმილით დავცქერი, სახეში ვაფურთხებ და : “გტკივა? “ – ვეკიტხები.
პასუხს რათქმაუნდა ვერ ვიღებ და ჩემს დასმულ შეკითხვაზე მეთვითონ ვპასუხობ : “ კი გეტკინა! “
ჩემსკენ მოიწევს “შენს ცოლთან გინდა ალბათ ხო?! “ - ვეკითხები.
ვდგები თმებში ხელს ვკიდებ და შემოსასვლელიდან სამზარეულომდე ასე მივათრევ, “ ვაი ესეც მომკვდარა, დედა დედა დედა, ამისტვის გაზარდეთ შვილი რომ ბოლოს მოეკალით ხომ? …. იე, მოკვდი? “ ფეხით ვსინჯავ ცოცხალია თუ არა და როცა ვრემუნდები რომ მკვდარია, მხრებს ვიჩეჩავ და აბაზანაში შევდივარ,
დუშის ქვეშ სისხლით დასვრილ ხელებსა და სახეს ვიბან, მერე მთლიანად ვივლებ წყალს. დანას რომელმაც მშობლები იმსხვერპლა ვრეცხავ, ვამშრალებ და “ ცუდი დანა ხარ შენ! “ – ვეუბნები, ისევ უაზროდ ვიცინი დანას თავის ადგილზე ვდებ და საბურთალოდან რუსთაველამდე ფეხით გავდივარ.
რუსთაველის ძეგლთან ვხვდები რომ დავიღალე, იქვე კიბეებისდამაგვარ რაღაცაზე ვჯდები, სიგარეტს ვუკიდებ და ვაი, პატარა პისუნია, ბასეინთან აბუზული ზის და კნავის, “ გცივა ფისო? გინდა გაგათბო?! კარგი, მოიცადე და შენ აღარასდროს შგცივდება, სიგარეტს მოვცევ და მერე თორემ ბოლო ღერია, ფულიც აღარ მაქვს და რომ გადავაგდო აღარ მექნება, “ კნუტიც ინაბება და კრუტუნებს.
სიგარეტს ბოლო ნაპასს ვარტყავ, ძირს ვაგდებ.
ერთ ხელს კნუტს კისერზე, მეორეს კი მუცელზე ვკიდებ და “ ახლა გათბები! “ – ვეუბნები.
კისრის მალები ტკაცანს იწყებს და სულ მალე კნუტი თბება, ან… ან უბრალოდ კვდება…
ისევ ისტერიულად ვიცინი და ...


____________________________________________________________________


გავიქცეთ?!


ოცნება იწყება შებნით. მერე გრძელდება და მოიცავს იმ ულამაზეს მონაკვეთს სადაც მე და შენ ვართ.
არა ამ ოცნებას რაღაც აკლია, მაგრამ დანაკლისს სიყვარული ავსებს - სიყვარული, რომელიც ჩვენს შორის არ არის.

გალერეაში უცნობი მხატვრის ნახატები უსიცოცხლო კედლებს ალაპარაკებს, ჩვენც მივყვებით ამ აბსტრაქციას და ვიძირებით მხატვრის სამყაროში.
ნახატი სახელად " სიცოცხლე " - ორი შავი სფერო, ერთი მეორეზე დიდი, პატარა სფეროში ადამიანი რომელიც გამეტებით ცდილობს აბრულოს რკალი რომელიც მისი სიცოცხლეა, მაგრა მისი სისწრაფე ვერ უსწრებს დიდ სფეროს ანუ დროს, იმიტომ რომ ძნელია გაუსწრო ან დაეწიო დროს, ამიტომ ეძლევა ის მარადიულობას ისევე როგორც სიყვარული.
"სსიყვარული" კარგი თემაა დასახატად, მაგრამ ამ სიტყვაზე გონებაში ისევ შენი სახე ამომიტივტივდა ჩემ თავზე გავბრაზდი და გალერეა წამსვე დავტოვე.
ქარი, მზე, რუსთაველი ....
კივილი, კივილი, ყვირილი, ღრიალი მინდა, მაგრამ რატო? იმიტომ რომ ეს ცხოვრება ისეთი უფერული და ერთფეროვანია რომ მარტოხელა სულიც კი დაიკარგება.
სახეები? გამიგია ადამიანი ინდივიდია ხოლო ხალხი ბრბოო, მაგრამ ამ ინდივიდთა სახეებიც ემთხვევა ერთმანეთს, მიმიკები, გამომეტყველება, ყველაფერი ისეთი მსგავსი აქვთ რომ ვერც კი გაარჩევ.
ერთიდაიგივე ეზრი, არსი, კრედო ცხოვრებაში, აზრი იმისა რომ გადარჩნენ, მაგრამ გადარჩებიან?
რაღაც მოხდა, ეს ბრბო გაჩერდა, გაიყინა, თითქოს სიცოცხლე შეწყვიტეს.
მცივა მცივა მცივაააააააააააააა
მაგრამ რატოოოოომ?
მე ხომ არასდროს არ მცივა
ეს ალბათ სხვა სიცივეა, შინაგანი სიცივე რომელიც მაშინ მეუფლება როცა მარტო ვარ. მაგრამ ამრტო ვარ? ირგვლივ ხომ ამდენი ხალხია.
ხალხი, ხალხი, ეს გაყინული ხალხი.
- გავიქცეთ?
ყურში სასიამოვნო ხმა ჩამესმა, მექანიკურად დავუქნიე თავი და წამიც აერ იქნებოდა გასული რომ სახლში აღმოვჩნდი.
ფუნჯები, საღებავები, ზეთი,.
ნახატი.
ნახატი უცხო ქალის სახით. მაგრამ მე ხომ სხვა რამეს ვხატავდი, ვინ არის ეს ქალი?! საიდან მოვიდა?! რა უნდა ჩემს ნახატში, ან რატომ მიყურებს ასე დაჟინებით.
არააა
ამდენი ფიქრი არ შეიძლება......
ღამე
სიზმარი
ქალი
ისევ ის ქალი "მე რომ დავხატე"
არა მოიცა მე ხომ
სიზმარში ვარ
აბა საიდან მახსოვს ეს ყველაფერი?!
მიახლოვდება, თვალს არ მაცილებს და ოდნავ გახსნილი ბაგით ისევ იგივეს ჩამჩურჩულებს ყურში - გავიქცეთ?!
ისევ თავს ვუქნევ და მეღვიძება.
სასწრაფოდ ტანთ ვიცმევ და სახლიდან გავდივარ.
ადრეა მაგრამ აკადემიისკენ მიმავალ გზას დავადექი.
აქ ჩამოვჯდები სანამ ხალხი მოვა.
ხალხი, ხალხი ისევ ეს გაყინული ხალხი.
ლექცია, ისევ ისე ერთფეროვნად ვაგრძელებ მასალის ახსნას, ისევ ისე როგორც ვხსნიდი გუშინ, გუშინ წინ და იქიდან მოყოლებული რაც აქ დავიწყე მუშაობა.
აი ისევ შემცივდა
ისევ სახეები
ისევ ის ქალი.
აქ რაღა უნდა?
არავინ ყურადღებას არ აქცევს, ნუთუ მარტო მე ვხედავ?
ისევ ისეთი ღიმილით ჩამჩურჩულებს - გავიქცეთ?!
არა
აღარ შემიძლია აქ გაჩერება
აქ ვერ გადავრჩებით.
კარს ვიჯახუნებ და ....
სანაპირო
წყალი
სითბო
კაშკაშა მკვეთრი სინათლე
.... გავთბი ....
ორი დღის შემდეგ ისევ სანაპირო
ვიღაც უცნობი ქალის კივილი " გვამი გვამი"
გვამი წყლიდან ამოიტანეს
"საწყალი" ჩაილაპარაკა მოხუცმა " თავი მოუკლავს"
მორგში, ექიმი წყალში ნაპოვნ გვამს ათვარიელებს.
"რა არის ეს?" ჩაილაპარაკა ექიმმა როდესაც უსიცოცხლო სხეულის ჯიბეში ფურცელს მიაგნო.
ცარიელ ფურცელს, კუთხეში გაურჯვევლად მიწერილი სიტყვით
- გავიქცეთ?!


____________________________________________________________________


Friday The 13 - 2006


xdeba xolme, gagivlis :)

nu, I hope so, magram rodis, saSinelebaa roca wera ginda da ver wer.

ai exla kata movida CemTan, mofereba unda da mec veferebi. kalTaSi Camijda da weras ar macdis, nauSnikis Snuric gawyvita da exla marto erT yurSi mesmis imagine new life imeorebs minna agossi . TeTr mucliani Savi kata ki Cems kaltaSi ise kargad mokalaTda rom aRar inZreva, memgoni Zils apirebs. Tavi jer erT xelze damado, ar moewona sveli iyo da meoreze gadainacvla, manmade ki imdeni mexaxuna rom TiTonac gaSra.

ai exla TiTze mkbens TamaSi mounda, magram rom ar avyevi Rrmad amoisunTqa da winandeli forma miiRo, didixania albaT aravin moferebia da yvelafrers erTad inazRaurebs.

Oorive xeli mucelze movkide da gverZe gadavsvi. CanTidan sigareti amoviRe da moweva daviwye, kata isev ise ijda rogorc davtove da Tvals ayolebda Cems xels, albaT elodeboda rodis gavaCerebdi rom isev Tavisi kuTvnili adgili daekavebina.

Aai kivili daiwyo, next track lacrimosa - Seele In Not , Zalian miyvars es veSi, principSi erT-erTia im oridan am jgufis SemoqmedebaSi romelzec me-ke-te-ba. CemTvis gaurkveveli eniT iwyebs simReras batoni Tilo Wolff da sanam daamTavrebs kata isev pexebze mizis da mkerdze mixaxunenebs patara cxvirs, Zalian didi da lamazi Tvalebi aqvs romelic exla me mireklavs da momdevno 10 cuTis ganmavlobaSic ase gagrZeldeba.

I donn`t wonna grow up - tom waits, kaci biCokebiT saves saferfle da naxevrad daclili viskis boTli :)

wasvlis droa, naTia melodeba saxlSi

Ffisuniaa kaataa, magidaze aaxt…

- imedi maqvs isev SevxvdebiT. Kargad patara

veubnebi da gverdidan viRac qalis mzeras vgrZnob, gaSterebuli miyurebs, gijiao fiqrobs albaT.

Ddaikide

Ddae ifiqros

Kkargia roca viRac fiqrobs Senze, cuds Tu kargs es ukve meorexarisxovania.

blue valentine isev batoni tom waits da win gza vaJas Zeglamde.

saSineli talaxi miwaze da Cems win mimavali kaci romlis nafexurebsac zemoT amouxedavad mivyvebi, cxovrebaSic ase xdeba albaT,vigacis ukve gavlil gzas miyvebi, Tu acidi, an wonasworoba ver SeinarCune SeiZleba iseTive talaxSi Cavarde rogoric exla Cems gverZzea and my wild love is crazy morison –I Cems gawyvetil nauSnikSi da zustad ar maxsovs ra nomeri marSutka, erTi is davinaxe rom “vajas bolomde” ewera.

-gaaCereT

Tyap tyup

Tyap tyup wvimaSi

da

-modi

-ga-vi-yi-ne

-akademiidan wamovedi

-ra pontSi

...

.......

...........

...............


_____________________________________________________________________

2 Comments:

  1. Anonymous said...
    მიყვარდა წინა ბლოგი
    და ბოლო თემაც ..
    ნაცნობია და თბილი ..
    ტყაპ-ტყუპ
    წვიმაში ..

    ნაცრისფერი ოთახ(შ)ი

    ზოლები კოპლები, ზოლები კოპლები
    და კუბოკრული.....
    Anonymous said...
    3.8 doctor keygen spyware
    limewire pro 4.4.5 warez
    ws ftp key crack
    3.92 file keygen recover
    webviewer 4.0 crack




    crack super mahjong
    alien warez
    virobot expert 4.0 crack
    quickinvoice pro crack
    excell password crack
    registery fix crack
    macromedia flash crack code
    tracks eraser pro keygen
    excel 2000 password crack free
    diskview 3.0 keygen
    terminal services license crack
    sitebuilder fx warez
    jimmy crack corn lyrics
    keygen orion
    nik color efex pro warez
    speedoptimizer 2.0 crack
    jamdat lemonade tycoon crack
    breakthrough crack
    3d viz 2005 crack
    after effects 6.5 tryout crack

Post a Comment



Newer Post Home