” დავლიე და .. დედაააააააა ახლიდან დევიბადე ”
© სალხინოს რეკლამა.
( ეს იმ პონტში რო წინა პოსტში თავი მოვიკალი )
მუედი ...
კიარადა ”გავედი”-თ უნდა დამეწყო იმიტო რო როგორც იქნა გავედი
გა-ვე-დი
გა-ვე-დი
კუჭში არა, კუჭში ისედაც გავდივარ ხოლმე
უბრალოდ გარეთ გავედი, როგორც იქნა 12 დღის მერე ( კ სატი ზუსტად 2 კვირა გამოდის თქო უნდა მეთქვა მარა მერე მივხვდი რო 6+6 არის 12 და არა 7+7 )
ასეთი უინტერესოა ჩემი ცხოვრება, ეს ბლოგი რო გავაკეთე თავიდან დღეს არ ვმაზავდი კი არა დღეში 3-3 პოსტს ვაკეთებდი მარა ...
მოკლედ დღეს დამირეკა ნათელამ, იასნია ჩქარი ლაპარაკით
მომაყარა რაღაც, მეც დავეთანხმე და გავთიშე
ცოტახანში დავფიქრდი, შევანელე, გადავხარშე მისი ნათქვამი და მივხვდი
რო სადღეც მიმათრევდა არადა ნათესავს ველოდებოდი, თან ნელი უნდა მოსულიყო
მარა მიზეზი რომ გავიგე ტეხავდა არ გავყოლოდი :))))
ხიდი?
არა ... ჩემი და გი-სია. თან დაკეტილია
კანატკა?
ლოლ, რა კანატკა რომელი პანკი ეგაა .. პაპსაა ტო, ტეხავს თქო და კრიშა ...
იასნია, კრიშა
და წავედით ...









დაახლოებით ამ მიმდინარეობით უნდა ნახოს იმ ადამიანმა ეს ფოტოები
ვისთვისაც დღეს სახლიდან გამათრია ნათელამ
და ამის მიხედვით უნდა გაიაროს ხვა გზა ლაკრიმოსას დისკოგრაფიამდე :D
ჰაა, იცოდეს ტილო ვულფმა რეებს ვაკეთებთ მაგისი დისკოგრაფიის გადასაცემათ
კიდე ერთ 5 დისკს ჩაწერდა.
-წამო ზემოთაც ავიდეთ ჩვენთან, ერთი ღერი მოვწიოთ და წავიდეთ.
-წამო ..
მარა ისე წადით თქვენ ჯანდაბაში რავარც ერთი ღერის მოწევის თანავე წამოვედით ჩვენ იქიდან
ნათელა მერლინ მონროობდა ( ქარი იყო და კაბას უფრიალებდა და მაგ პონტში )
მერე ძეგლობდა, თუ ბეტონობდა 
და მერე ზაჟიგალკა ამიფეთქა სახეში :| was nice ...
-ალიო, მაკ, თეკოსთან ავდივართ და ამოგვივლი ? ...
-ეხლა რაღაცას ვაკეთებ და დაგირეკავთ მერე
ხო, ეხლა 10:27 -ია ..
ნათელა სახლშია უკვე ..
მაკა კიდე დარეკავს 12 საათისთვის და მეტყვის კიდე შენთან ხართ?
ლოლ
სახლში 6 ნომრით მოვედით
ლოლ
იმდენი ხანია ჩვენს ავტობუსში არ ვმჯდარვართ რო ისიც დაგვავიწყდა საიდან გადიოდა
გამსახურდიაზე გამოივლიდა თუ პელინზე ( მგონი ასე ქვია ქუჩებს )
ნათელას გაცილების დრო რომ მოვიდა, ბარემ სიგარეტს ამოვიტან მეთქი ვიფიქრე
და დედაჩემთან მივედი
-დედა, დღეს სიგარეტი ამომიტანე?
-ხო, იქ არ იდო?
-ის გუშინდელი იყო ..
-... ( იხევა სიცილით )
-რას იცინი, მომე ფული ..
- ( იხევა სიცილით ) იქ ხო იდო? თუ ყოველ დღე აუცილებელია 1 პაჩკა მოწიო.
-კაცო არ გკიდია? მომე ფული
-არა .. ( იხევა სიცილით )
-რა არაააააააა
-წადი შკაფი გამოაღე აბა თუ არ დევს
თავდახრილი, დებილი ბავშვივით წავედი, გამოვაღე და ვიპოვე ...
- შენი საკაიფო ვარ? ამხელა ქალი ...
მივაძახე და გამოვედი ... ნათელა 72 ნომერში ჩავსვი სახლში გავუშვი და ბოლო ფრაზა
როგორც ყოველთვის ” შემოდი ” ( ის მსნ-ში შემოსვლას ნიშნავს )
სანამ კომპიუტერები არ იყო ამბობდნენ - დაგირეკავ
მანამდე - გამოგვი, ან მტრედს გამოგიშვებ
მანამდე რა?
მანამდე ალბათ საერთოდ არ ყავდათ მეგობრები ..
მოკლედ გავუყლევე უკვე წავედი კინოს ვუყურებ რამეს.
c ya
8:49
ასეთ დროს აჩვენებს ჩემი კომპი ახლა, მაგრამ სინამდვილეში 7:49-ა
სულ ერთი საათით წინაა ეს უბედური.
რას ვაკეთებ ამ დილაუთენია კომპთან არ ვიცი
ათასჯერ დავწექი დასაძინებლად მაგრამ ათასჯერვე დავუბრუნდი ჩვეულ პოზას კომპთან.
გუშინ სალი, ზურა და გეგა იყვნენ გამოსულები
მამრებმა დალიეს და სულ თითის ტაკებით დაულურჯეს სალის მკერდი. sucks :|
პროწივაგაზიი ...
დიდი ხნის ნანატრი რაღაც მომიტანა გეგამ მაინც
და მაინც იმ დროს როცა აპარატი არ მაქვს. sucks :|
მარა რამოდენიმე ფოტო მაინც გადავიღეთ,
მკერდ დალურჯებული ქალის აპარატით ...



იყო უფრო ” ინტიმური ფოტოები”-ც
რომლის დადებისგან დავს შევიკავებ. sucks :|
მთელ ოთახში თევზის, არაყის , ლუდის და სიგარეტის არეული სუნი იდგა.
და ამ დროს სალი სრული სერიოზულობით ამბობს
ამ ოთახში ყოფნა მევასება, ყოველთვის კარგი სუნი დგასო : ))
ზურა კიდე ვაშე ნიპრიჩომ ამბობს თავაწეული ჩემზე
ძაან მაინც არავის უყვარს ეს ოთახიო მერე გავახსენდი
მე და დაამატა ნუ რა თქმა უნდა თეკოს გარდაო. sucks :|
( საშინლად არეული იყო და მყრალი ოთახი )
ისე, 2-ვე ფანჯარა ღია იყო, არც იდგა მგონი სუნი მარა რომ ვხედავდი
აქეთ იქით მიყრილ ბოთლებს და თეფშზე გართხმულ,
დაუნდობლად მოგლეჯილ თევზის თავებს სუნი თავისით მაწვებოდა ცხვირში.
აუ ... მერე იყო კოშმარი ეს 2 მეტალისტი - გეგა და სალი კიდე ხო
მარა ეს ზურა რამ გააგიჟა,
კურტი კურტიო, კეიტი და პანკიო გაიძახის
და მეტალზე ისეთი მონდომებით იქნევს თმას ( თან ეხლა უფრო გაეზარდა )
მგონი ყვავას შეშურდება.
მოკლედ ჩამირთეს ეს იმორტალი და ისეთი
სიამოვნებით უსმენდნენ ამ ” ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ მუსიკა”-ს
რო მეტი არ შეიძლება, შეილება
რაღაც ბრიტნი სპირსის მსმენელი პაპსავიკივით ვბაზრობ მარა მე მოვკვდე მეტალის
მოსმენას მირჩევნია ჩემი ზოგადი სამართალის ლექტორს
ვუსმინო მთელი დღე.
ვაშეეე .. ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ
და ვსო ითიშება მუსიკა,
მერე კიდე ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ და
აუუუ რა მაგარი შეიყვანა ნახე?! ( ეს კითხვა მკლავს )
მაპატიეთ, ზედმეტად ბანძი ვარ მეტალისთვის მეთქი ვთქვი
და ფლეილისტში ეგრევე ” პიკოლო, პიკოლო, პიკოლო ... ამოოორეე ” გაიჩითა.
წასვლის დრო მოვიდა, აიკიხეს ყველაფერი და გასახლდნენ ციყვნარიდან.
ლუდი დარჩათ ამ უბედურებს და ვისაც გინდათ
ამოდით, დაგალევინებთ. მე მაინც არ ვსვავ და ..
ასეთი იყო გუშინდელი დღე, საღამო, ღემე ..
ღემე რა, იასნია ფილი გადმოვწერე , რაღაც ახალი დადეს ჰოსტელის მეორე ნაწილი
და იმას ვუყურე, მარაზმ .. ისევე როგორც პირველი.
მერე შაინ გადმოვწერე მარა დამეზარა ყურება და ეგრევე მივაშალე.
მერე რა, მერე ქვილოს ველაპარაკე მესინჯერში ..
მერე დავწექი .. ავდექი .. დავწექი .. ავდექი .. დავწექი cure ჩავრთე ..
ავდექი, გამოვრთე bauhaus -ი ჩავრთე და ასე გათენდა.
ეხლაც ვზივარ და ვუკაკუნებ კლავიატურას, ისევ cure-ის b-side-ების
ალბომის ფონზე ...
9:19
ჰეჰ, ნახევარი საათი მოვუნდი ამის წერას ...
დილლაა მშვიდობისა suckართველო ან საქartველო ...
და ძილინებისა მე.
sweet colours of the devil in my dreams
პირველი ივნისი.
კეთილი იყოს თქვენი ფეხი ცხელ ზაფხულში
რა აიტანს ამ 3 თვეს ეხლა. უუაზრო დღეები
საღამომდე სახლში ჯდომა იმიტო რო გარეთ ძალიან ცხელა.
წელსაც ხო ვიცი თბილისში ჩავრჩები იმ უბრალო
მიზეზის გამო რომ ქალაქიდან გასვლა დამეზარება :|
პრინციპში, თუ მთელი ზაფხული ასეთი გრილი იქნება
როგორც ეს პირველი დღე იყო მაშინ ... გადავრჩით.
ეგ კი არადა, მესმის ბიჭმა რეკოს გოგოსთან და ან ხმა არ ამოიღოს
ან რამე ეგეთი მარა ჩემთან ხო ყველაფერი
უკუღმა უნდა მოხდეს ვიღაც მითიური არსება
ქალის ხმით მირეკავს
-ბატონო
-ალიო, თეკოს თხოვეთ
-მე ვარ
... ტუ ... ტუ ... ტუ ...
ლოოლ და ასე სადღაც 3 თვეა, დღე არ გაუმაზია : ))
ცვეტში ასეა ამის საქმე როგორც ამ სიმმღერაში
მღერის ბატონი/ქალბატონი Antony Hegarty
One day I’ll grow up, I’ll be a beautiful woman.
But For today I am a child, for today I am a boy.
ააააააააჰ, რავი დეპრესია არ მაქვს პროსტა გარეთ გასვლა მეზარება უაპარატოთ აპარატი კიდე როგორც ვთქვი თურქეთში გულაობს. ნათელამ ცუდ ხასიათზე ვარ და ვხატავო მე რო ცუდ ხასიათზე ავრ ვერც ვხატავ კი არადა მგონი საერთოდ ვეღარანაირ ხასიათზე ვეღარ ვხატავ. ხატე, გამოხვალ მეთქი შენ კიდე ფოტოები ამუშავეო.
კსტატი ბოლო ფოტო რაც გავაკეთე
ძველი გადაღებული
like PJ Harvey
ფოტოებიც აღარაა ისეთი რო დასამუშავებელი
იყოს, შეილება არის და ეგეც მეზარება რიაავი.
in you heeeeeeeeeeeads
in your heeeeeeeeeeeeeeeeeeeeeaddddddddddddddsssssss
they areeeeeee fightiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiing
nobody is perfect .. my name is nobody.