წწწწწწვიიიიიიიიიიიმსსსსსსსსსსსსსსსსსს ...
აააა, ვგიჟდები წვიმაზე
მითუმეტეს ასეთ დროს და ასეთზე.
ელვაც ძაან მიყვას წვიმის დროს
მარა გრუხუნის მეშინია :D
ეხლა ფანჯარაზე ვიჯექი და გარეთ 2 მასტი წვიმას ხის ქვეშ ემალებოდნენ,
მერე შორიდან ტაქსი გააჩერეს და წავიდნენ სირბილით ( ვაი თქვენს პატრონს მეთქი გავიფიქრე )
მერე ერთი ტიპი გამოჩნდა წელს ზევით გახდილი
საროჩკა მხარზე ქონდა გადაგდებული
ჯინსები მუხლებამდე აეკეცა და
ასე ბოამოტებდა შუა კანდელაკის ქუჩაზე
თან ყველაზე პრიკოლი რაც იყო,
გამწარებული და დიდი სიამოვნებით მიირთმევდა ” სტაკანჩიკ ” ნაყინს : )))
ძაან მინდოდა ამ ყველარფის ფოტოზე დაფიქსირება
მარა სამწუხაროდ აპარატი სოფოს გავატანე თურქეთში : )
დიდი სიამოვნებით გავტყაპუნდებოდი ეხლა გარეთ
და ვიბოდიალებდი ტრასაზე ფეხშიშველი.
სოფელში ვიცი ხოლმე ტრუბები რომ არის,
საიდანაც კრიშაზე მოგროვილი წვიმის წყალი ჩამოდის დიდი ნაპორით,
იქ მიყვარს ხოლმე დგომა : )))
ერთხელ თავიც კი დავიბანე, შამპუნით და რამე : ))))
( შიგ შენ გაქ თუ კაია )
მმ, წვიიიმაა რომ გავიგე ეგრევე მადონა ჩავრთე მარა
რაღაც არ მოუხდა ამ განწყობას და ძალიან რესკი გადასვლა ...
I dont want no one to squeeze me - they might take away my life
I just want someone to hold me and rock me through the night
Give Me One Reason.mp3
სოფო გავაცილეე ... ( ნეტა რას ჩამომიტანს )
ვინდოუსიც გადამიყენეს ( მაქსიმემ გაიხაროს )
მმ, კიდე რა ვქენი ამ ორ დღეში ...
ა, ხო, სიმღერაა ვიპოვე ”საჩვენო”
Under The Bridge
Sometimes I feel
Like I don't have a partner
Sometimes I feel
Like my only friend
Is the city I live in
The city of angels
Lonely as I am
Together we cry
I drive on her streets
'Cause she's my companion
I walk through her hills
'Cause she knows who I am
She sees my good deeds
And she kisses me windy
I never worry
Now that is a lie
I don't ever want to feel
Like I did that day
Take me to the place I love
Take me all the way
It's hard to believe
That there's nobody out there
It's hard to believe
That I'm all alone
At least I have her love
The city she loves me
Lonely as I am
Together we cry
I don't ever want to feel
Like I did that day
Take me to the place I love
Take me all that way
Under the bridge downtown
Is where I drew some blood
Under the bridge downtown
I could not get enough
Under the bridge downtown
Forgot about my love
Under the bridge downtown
I gave my life away
....................................................................................................................................
და ეხლა კიდე ერთ ადამიანზე მინდა დავწერო
რომელსაც არც კი ვიცნობ, მაგრამ ასე ”უმიზეზოდ” შემოდის ამ ბლოგზე და
კითხულობს ყველაფერს, რაც მთავარია აინტერესებს და მოვალეობის მოხდის გამო არ აკეთებს ამას.
მოოკლედ, ოქტომბერში ყველასათვის კარგად ნაცნობ საიტზე დავრეგისტრირდი
სადაც ჩემი გადაღებული რამოდენიმე ფოტო დავდე
და აი ისიცცცცცცცცცც : )))))))))
როგორც თითონ ამბობს ” ჭედავს ჩემს ფოტოებზე, და რაც მთავარია მამაჩემის ფულებზე ”
: )))
ეს ისე, ერთი გამიდან გამოყოლილი შუტკა : )))
- Interests: Computer Science, Hacking, Drifting. . .
- Favourite movie: AMERICAN HISTORY X. . .
- Favourite band or musician: Marshal Mathers LP
- Favourite genre of music: Trance, Chillout, Psy, D'N'B
- Favourite artist: Jim Carry, Bruse Willis, Johny Knoxvelle
- Favourite poet or writer: Tizian Tabidze
- Operating System: Windows XP Sp2
- MP3 player of choice: Winamp
- Favourite game: NFSU2, GTA Vice Sity Deluxe
- Favourite gaming platform: PC
- Favourite cartoon character: Sabaku no Gaara
ქვი-ქვიიიი :hug:

რა გინდა?
რას დაძრწიხარ ჩემ ბლოგზე? :D :hug:
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააიი
ასე ვარ ახლა ზუსტად ...
რაღაც რომ გრღნის შიგნიდან და რო ნერვიულობ მაგრამ ამ ნერვიულობას რომ აზრი აღარ აქვს
იმიტომ რომ ყველაფერი ისედაც ნათელია ...
ა .ა.ა.ა.ა.აა.ა. . . რაღაც მძიმეს მოსმენა მინდოდა
მოვითხოვე კიდეც მარა ჯერ არაფერი მირჩიეს.
ხოდა მეც შევედი ავოეზე და ყველაზე მძიმე ჯგუფი რაც გამიგია ის ჩავრთე და მოვისმინე
Cradle Of Filth, ბლიაჰ ... ვერ გავუძელი და გამოვრთე.
oh ... my god, it's a funky shit ... PRODIGY-მ გამისწორა ძაააააან
ზუსტად ისაა რაც ეხლა მინდა, ამ მდგომარეობაში.
ძაან ბევრი მინდა ვწეერო და ვილაპარკო ეხლა მაგრამ ის არ ვიცი რა ვწერო და რა ვილაპარაკო :|
ისევ დღევანდელ დღეს მოვყვები ...
როგორც იქნა გავეტიე სახლიდან, ჩემი გადაღებული ფოტოები დავბეჭდე,
რასაც ამდენი ხანია ვგეგმავ და დღეს დავადგი საშველი.
რაღაც ფოტოს გადაღება მინდოდა რისთვისაც ცისფერ კედელს ვეძებდი მაგრამ
ყველა ფერის კედელს მივაგენი ცისფერის გარდა :|
ბოლოს როგორც იქნა ცისფერი გალერიის კედელი ამოვარჩიე ( ის უბედურიც გაუმწვანებიათ )
და დავიწყე გადაღება
დავაყენე ნელი და ვახტუნავე ამ შავი ბუშტით მაგრამ ის მაინც ვერ გამოვიდა ის რაც მინდოდა.
სამაგიეროდ მარტო მიგდებული, უპატრონო ბუშტი გადავიღე და ფოტოს სახელად
will you be my friend დავარქვი
( ნუ ეს, დაჩხაპნილი ეფექტი ძაან მომწონს და უკვე მეორე სურათია რომელსაც ამით ვაკეთებ, ან მესამე )
მერე მაკა ვნახეთ და ქორქიას ველოდებოდით ტელევიზიასთან იქვე მჯდომი ყურებში ნაუშნიკებ გარჭობილი ბიჭი მოვიდა და სიგარეტი გვთხოვა.
მანამდეც რაღაც კომენტარებით შეგვიკლო და
გამწარებული მაკა მიუბრუნდა და ეუბნება
-წადი ეხლა აქედა თორე ჩემს მეგობარს ველოდები და თუ მოვიდა თავს გაგიტეხავს.
მე რაღაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ” გა-ვი-რინ-დე” და ამ ბიჭისგან ველოდები ისეთ რეაქციას როგორიც ჩვევიათ ამ დროს , მაგალითად - ” ვის უნდა გაუხეთქოს ” ან ” არავის მოჭამოს ” ან რამე ამის მსგავსი და ამდროს მესმის ამ ბიჭის სრული სერიოზულობით ნათქვამი
-აუ, იცი რამდენჯერ მაქვს თავი ატეხილი?
უუუსაშინლესად ვიცინე, გავიგუდე მართლა და ამ ნათქვამს ” დღის ფრაზა ” დავარქვი.
როგორც იქნა მოვიდა ქორქია, წაიყვანა მაკა და მე და ნათელა დეიდა ( ჰერმინე ) ისევ ჩვენი 6 ნომერი ავტობუსის ლოდინში ჩავიძირეთ გაჩერებაზე.
home ... room ... pepsi light და ჩემი წვრილი სიგარეტი Esse ...
This is dangerous. open up your head feel the shell-shock.
This is dangerous. I walk the mindfields so watch your head rock. ბლიააად
ასე მაგრად არასდროს გამსწორებია ფროდიჯი, როგორც ახლა.
ბლიეჰმ ...
არაფერი არ ხდება საერთოდ ჩემს ”ცხოვრებაში”
საშინლად უაზროდ გადის ბოლო 3 დღე
სახლიდან არ გავსულვარ, მეზარებასავით
ხოდა ასე ... foamy შემიყვარდა კიდე, მაგარი ციყვია
მე მგავს, აგრესიულია და ყველას ეჩხუბება უმიზეზოდ :D
why don`t you just go and kill yourself or fuck yourself when credits over : ))
გოლ-ზე და ბუდე-ზეც არაფერი იდება ახალი/ნორმალური რო ჩართო და უყურო
ავოეზე ხო საერთოდ ბოლოს ნორმალური ფილმი წინა წელს დადეს მგონი და ისიც 2004 წლის :|
ფორუმიც დაყლევდა, კაი ხანია უკვე მარა არ ვიმჩნევდი ამდენხანს.
არაფერი არ გადამიღია, სად გადავიღებდი სახლში ვდევა მძორივით
ფოტოშოპში რაცხა რეტრო ფერების დამუღამებას მივყე ხელი მარა რად გინდა
ვინდოუსს ეხლა აუდგა, გადასაყენებელი ვარო და სულ ერორებს მიგდებს ( მაქსიმე მინდა სასწრაფოდ, მარა ეგეც მეზარება )
ნიეჰ, ნიეჰ
ა ხო, ცმამუნას ” შევურიგდი”
ისევ მელოდებიან ხიდის ქვეშ და ისევ მიგეგმავენ დღეებს
მაგრამ იმანაც ბოიკოტი გამოაწხადა და სანამ მე არ გავალ სახლიდან
ისიც ჩაკეტილი გდია. ( ერთი მაგისიც )
იასამნები მომიტანა კი არადა
იმით დაიწყო რო ერთ ღამეს მომინდა ისა, რა ქვია სემიჩკისგან რო აკეთებენ
ა ხო, მმ .. ხალვა
ხოდა 1 საათში ჩემს სერ კართან ხალვენიანი იასამანი კი არა იამსამნიანი ხალვები კი არადა
რაღავც ეგეთი იყო ... ნუ იასნია ვისგანაც ..
ეხა იმ უბედურ იასამნებს ვახმობ იდეაში ( თუ არ დალპა კაია )
ხოდა ასე მონოტონურად მიდის ჩემი ..
ოთახი .. სამზარეულო .. ”საჭირო ოთახი” .. აბაზანა .. და ისევ ოთახი .. სამზარეულო .. ”საჭირო ოთახი” .. აბაზანა
უი ხო, სოფო თურქეთში მიბოდიალობს 23-ში და მიხარია , რამე საყვარლობას ჩამომიტანს
can you feel the music .. 2 საათია ეს ვეში მაქ ჩართული და უკვე ტვინი ამეხადა
წავალ სხვა რამითაც გამოვიჭედავ ყურებს.
ღამის გათენების მერე, ზუსტად იმ დროს როცა ძირითადად ლოგინში ვძვრებით და ძილს ვეცემით, გაგვეხსნა ...
გაგვეხსნა და ორი ჭიქა ყავის და აბაზანის მერე, დილის 9 საათისთვის უკვე გაჩერებაზე ვიდექით მე და ქალბატონი ნათელა ( დღეს ასე ვეძახდი ჰერმინეს )
ნუ, როგორც ყოველთვის გაჩერებამდე საყვარელ მოსაწევ ადგილას შევიარეთ
აქვე, ჩემთან ახლოს.
-ლაკი წამომიღე?
-უჰუ ( თავის დაქნევა თანხმობის ნიშნად )
და ნათელას შავ ლაკში ამოთხვრილი ხელები ( ყველგან ესვა ფრჩხილების გარდა )
გაჩერებაზე რაღაც ახალი ” ბესეტკა” თუ რაც ქვია, ( აი რომ უნდა ჩამოჯდე ლოდინისას )
შევნიშნეთ, ორივეს ძალიან გვინდოდა ჩამოჯდომა მაგრამ ვერ ვრისკავდით, რატომღაც გვეგონა ახალი შეღებილი და სველი იქნებოდა.
-აი, მოდის
6 ნომერი ავტობუსი გამოჩნდა მაგრამ შიგ რომ შევიხედე იმდენად გათიშულ სახეებიანი ხალხი დავინახე რომ
- არა, შემდეგს დაველოდთ რა, არ მინდა აქ ასვლა.
ქვედა ტუჩი ოდნავ გამოწია, მხრები აიჩეჩა ( როგორც საერთოდ ჩვევია ) და
- კარგი
მითხრა ნათელამ
6 ნოემრის ლოდინში 11-მა ნომერმა მარშუტკამ გამოიარა და
- მოდი ამას გავყვეთ
-სად მიდის? ავჭალაში? ( გაუფართოვდა ნათელას თვალები, თითქოს ისე პატარა ქონდეს ) არა, ნამდვილად არ მინდა ავჭალაში
-წამმმოოო ...
ავჭალამდე არც მივედით, გამოფენასთან ჩამოვედით დიდუბეში, იქამდე ჩემი უბედური მპ3 პლეიერის ელემენტიც დაჯდა და გამოფენაზე შესვლამდე ოხრად მოგვიწია ბოდიალი ელემენტის საშოვნად.
-აბა ბუნება?
-იქით
გადაჭრილ და ძირს საწყლად დაგდებულ მორზე, მშვენივრად მოკალათდა ჩვენი არცთუისე პატარა ტრაკები და პირველი მოქმედება იასნია ჩანთის გახსნა, სიგარეტის ამოღება და მოკიდება იყო.
მერე ჰესეს ტრამალის მგელიც გადავიკითხეთ ( ნუ, ნათელა კითხულობდა მე ვუსმენდი )
-როდის მივალთ ჩანაწერებამდე
თქვა და რამოდენიმე ფურცელი გადაშალა
-უფ, ჯერ სად არის
თქვა და წიგნი დახურა და სამაგიეროდ დღიური გადაშალა, არც უკითხავს ისე დაიწყო კითხვა ( მას ხომ პირის გაჩერება მხოლოს მუსიკის სმენისას შეუძლია, ისიც თუ წამღერება, აყოლას არ ჩავთვლით )
თავიდან იყო ქუთაისი, ქუთაისი, ქუთაისი, მერე მაკას სამზარეულო და მერე ...
ლოლ
მერე იყო ჩვენი დღეები ( ასე იმ დღეებს უწოდებს რომელიც ერთად გვაქვს გატარებული )
და დღის ფრაზა : ” დროა დავიწყო ”
სიცილი, ხარხარი ცრემლებამდე ( ეს მაინც გვეხერხება სხვა თუ არაფერი )
და მორიგი გენიალური აზრი ჩვენს უტვინო ტვინებში.
გადავწყვიტეთ რომ ყველგან სადაც დღეს წავიდოდით ასეთი პატარა ფურცლები დაგვეტოვა, უაზრო გაურკვეველი ფრაზებით
რომლებსაც მერე ვიღაც ჩვენნაირი ან ჩვენზე მეტად დარტყმული დაივლიდა და აკრიბავდა.
ნუ ეს უკანასკნელი იასნია ჩევნი ფანტაზიის ნაყოფი იყო ...
ვნახეთ უბედური რა შუაშია და გოთი ( შავი ) სპერმატოზოიდები რომლებიც
გამწარებული გასანაყოფიერებელ შავსავე კვერცხუჯრედს ეძებდნენ ... ეს ისე ისევ ჩვენი ფანტაზიები თორე სინამდვილეში უბრალო თავკომბალები იყვნელ, ნაგვიან და ამყაყებულ წყალში.
ქალი რომელიც ბაყაყს ეძებდა ვითომდა წამლისთვის.
და ძაღლები, ძალიან ბევრი ფაშისტი და ორიც კომუნისტი ძაღლი :D
მოგვბეზრდა გამოფენაზე ბოდიალი და ფეხით ჩამოვედით წერეთლის მეტრომდე, გზაში კაკ ვსეგდა ათასჯერ მომძვრა ნაუშნიკი, იმიტო რო ნათელა ხან მარცხნივ და ხან მარჯვნივ იქნებდა შავი ლაკით გათხაპნილ თითებს.
-უკაცრავად აქედან რუსთაველზე რა მიდის?
-33 ნომერი ავტობუსი
-მადლოობთ
ნუ რუსთაველში ეს ბოლო პერიოდია მხოლოდ ჩვენი საყვარელი იხიდი იგულისხმება სადაც არარსებობს დღე რომ არ გავიაროთ.
დღესაც ...
” ჩემო მშვენიერო ლეიდი, საღამო მშვიდობისა ”
თავჩაქინდრული ნათელა ისევ თავის საყვარელ ბერიკაც ჩაუჯდა
და დაახლოებით ნახევარი საათი ისე ვიჯექით არცერთს ხმა არ ამოგვიღია, მე რაღაცეებს ვიღებდი, ნათელა კი კითხულობდა.
ბოლოს თავისი დღიური და ჰესეს მორიგი წიგნი ამოიღო ამჯერად გერმანულად.
მონიშნულ ( თუ დაზეპირებულ ) ადგილად გადაშალა, იქიდან რაღაც ამოიწერა ფურცელზე , რომელსაც კიდევ ერთი ნახევარი საათი ეჩალიჩა, გემის გაკეთება უნდოდა მაგრამ როცა მიხვდა რომ არაფერი გამოუვიდოდა, ფურცელი უბრალოდ ოთხად გადაკეცა
- იცი თეკ, ყველაზე მნიშვნელოვანი წერილილები არასდროს არ მისდის ადრესატს.
მითხრა და ფურცელი მტკვარში გადააგდო.
-იასნია არ მიუვა თუ ჭუჭყიან წყალში გადააგდებ
ვუთხარი მე და ჩავეხუთე ( ღმერთო რა საყვარელი ვარ )
კიდევ რამოდენიმე ღერი სიგარეტი და ხიდიდან 6 ნომრში და 6 ნომრიდან ნათელას ოთახში ამოვყავით თავი.
კარგახანს ძალიან გათიშულები ვიჯექი, მერე რაღაც შემოტევები დამეწყო უძინარზე
-ოthაthუნაა ...
მერე ისევ სიჩუმე, რაღაც წუთიერი ჩაძინებები და ბოლოს კომპიუტეის მაგიდის ქვეშ გაშხლართული ნათია :D
( არა, ჩაძინებით არ ჩაძინებია და არც სკამიდან გადმოვარდნილა, უბრალოდ ვუღუტუნებდი და ... )
მერე რა, ა ხო მერე სალათი .. ანი .. მიმწვარ - მომწვარი კვერცხიანი პურები და სახლი : )
არადა ვამბობდი დღეს არაფერს არ დავწერ ბლოგზე, დამეზარება მეთქი მაგრამ ..
დღის სიმღერა კიარადა საუნდტრეკი
We are the nobodies
We want to be somebody's
We're dead, we know just who we are ... 
: )
რატომღაც ყველა ამბობს " რა ცუდია როცა რაღაც კარგი მთავრდება "
არადა რაღაც პონტში ასწორებს, იმიტო რო დამთავრების მერე ყოველთვის რაღაც ახალი იწყება ( ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქ აქვს ეს რაღაც კარგი იქნება თუ ცუდი )
სხვა თუ არაფერი იმიტომ ასწორებს რომ იმ კარგმა თავისი კარგობა არ დაკარგოს დროში გაწელვით და 1 კვირა იქნება თუ 1 თვე ცოცხალი კარგი იყოს და არა შეჩვეული სიკარგე.
მორჩა ...
მე აღარავინ დამიძახებს ცმაცუნას ...
( შეიძლება ზოგჯერ წამოცდეს ხოლმე ნათიას )
მე აღარავინ დამიცდის ხიდის ქვეშ
და
აღარავინ დამიგეგმავს დღეს ...
ემოციების, მოგონებების და ნაჩუქარი ნივთების გარდა დარჩენილი
პატარა დაუმთავრებელი ზღაპარი, რომელსაც ერთად ვწერდით ...
ქალთევზა და კენტავრი
იყო და არა იყო რა იყო ერთი ქალაქი, და ამ ქალაქს ქონდა ერთი ზღვა, ერთი ხმელეთი და ერთი ხიდი ხმელეთიდან ძღვამდე.
ზღვაში ცხოვრობდა ერდადერთი ქალთევზა, ხმელეთზე ერთადერთი კენტავრი და ხიდზე იყო ერთადერთი სკამი.
ქალთევზა არასოდეს ამოდიოდა ხმელეთზე და კენტავრიც არასოდეს ჩადიოდა ზრვაში.
მათ, ერთმანეთის არსებობის შესახებ არცკი იცოდნენ მაგრამ ერთი საყვარელი ადგილი ქონდათ - ერთადერთი სკამი, ხიდის ქვეშ.
რომელზეც ქალთევზა ყოველ საღამოს, კენტავრი კი ყოველ დილას ჯდებოდა.
ერთ დილას როდესაც კენტავრი საყვარელ ადგილას მივიდა სკამის ქვეშ დაინახა რაკუშკა, გაუკვირდა, არ ეგონა თუ ამ ადგილას კიდევ ვინმე მოდიოდა მის გარდა, ძალიან დააინტერესა ვის შეიძლებოდა დარჩენოდა ეს რაკუშკა, თან წაიღო და ახლა ყოველ დილით იმ იმედით მოდიოდა სკამთან რომ იქ რაკუშკის პადრონს ნახავდა, მაგრამ ამაოდ, არავინ ჩანდა.
ერთ საღამოს როცა ის სახლში იჯდა და ფეხები თბილ წყალში ჩაეყარა, უცნაური მიზიდულობა იგრძნო ხიდისკენ
მაშინვე ადგა ფეხზე არც კი ჩაიცვა ისე ცავიდა სკამთან მაგრამ ამჯერადაც არავინ დახვდა იქ, სკამზე სველი ნაკვალევის გარდა, რითიც მიხვდა რომ ის, ვისაც ასე ელოდა ზღვიდან ამოდიოდა ყოველ საღამოს ... : )
i'm always wanting more
anything i haven't got
everything
i want it all
i just can't stop
planning all my days away
but never finding ways to stay

see ya in the next life : )
დღეს არაფერი ცუდი არ მომხდარა, მშვენიერი დღე იყო : ))
ZOOპარკში ვიყავიიით
საცოდავი ცხოველები

ყველაფერს გვანან იმის გარდა რასაც უნდა გავდნენ
მაიმუნები გამწარებული ნძრევით კვდებიან
მგლები მკვდრებივით არიან მიყრილები სხვადასხვა კუთხეში
ლომი ცოტა დიდ კატას გავს
სპილოები იგინებიან
ზებრები ტრაკს გვიშვერენ და ასე ...
რააამხელა კბილები ქონიათ ისე 
ძაან ვკაიფობ ხოლმე
ზოპარკში მოსეირნე წყვილებზე
პროსტა რატო უნდა წაიყვანო შეყვარებული ( თუ რაც არის )
ზოპარკში და რატო უნდა იჯდე იქ საათობით 2 ჭიქა სემიჩკაზე
ოღონდ აუცილებლად წყლის ფანტანთან რომ თუ წყალი მოუნდა სემიჩკის მერე
ყიდვა არ დაგჭირდეს და იქვე მუშვა :|
კაშმარ 
კიდე ეს მომენტი დავამუღამე მაგრად : )))
პრიკოლი იყო 
წავედით ჰერმინესთან
გზაში ალამ დარეკა ჩემთან გამოდითო მარა
ისეთი მიბნედილები ვიყავით რო აქეთ შევთავაზეთ გამოსვლა
” რამე საჭმელი წამოიღე, ოღონდ სასუსნაო არა, იმენა საჭმელი ”
სახლში ავედით თუ არა ეგრევე არა მარა მალევე
სალათი გავიკეთეთ, ჩავსკდით და ბეჭების მბრძანებელსაც ვუყურეთ.
ალაც მოვიდა, საჭმელებით ( პროსტა ჭამის თავი აღარ გვქონდა და ყველაფერი ჰერმინეს დარჩა ღამისთვის : ))))))) )
ისევ რაღაც სურათები 

და იიიიიისევვ ეს მითიური 6 ნომერი ავტობუსი
სააახლლლლლ ....
უი, 13-ა უკვე, ნინო გილოცავ და-ბა-დე-ბას : )
ვაიმე, ეს რა იყო ტო გუშინდელი დღე იყო რაღაც, აი არ ვიცი დაწყევლილი ნუ.
ჯერ 2 საათი ვიწნიდი 2 უბედურ ნაწნავს,
მაინც ვერ დავიწენი მერე სახლიდან გავედი და სადარბაზოს წინ
კატები ისეთს ჯიმაობდნენ რო მიმიქარავს გერმანული პარნუხა.
მერე კეტების საყიდლად წავედით და 1 კეტი მომეწონა ჩემი ზომა არ იყო რომელი კეტიც ვიყიდე იმისთვის წითელ შნურებს ვეძებდი და აი ყველაფერი იყო საერთოდ წითელის გარდა, გავგიჟდი რა როგორც იქნა შესაფერისი ფერის შნურებიც ვიყიდე და წავედით ხიდის ქვეშ, იდეაში ხიდის ქვეშ, იმიტო რო გზაში ავტობუსმა გაგვიტაცა არსად არ აჩერებდა საერთოდ მერე როგორც იქნა მივედი მძღოლთან და ვკითხე
-უკაცრავათ თქვენ აჩერებთ სადმე?
-ამ შუაქუჩაში რო მეუბნები აბა სად გავაჩერო აქამდე გეთქვა
დავდებილდი ამ პასუხით, გაგვიჩერა და თავი რუსთაველის მაგივრად ავლაბრის გადაკარგულში ამოვყავით,
დაჟე ვარკეთილში მგონი. იქიდან ფეხით ჩავბოდიალდით ხიდამდე, იქ ვიღავ პარაჩკა დაგვხვდა რომელიც მობილურით იღებდნენ სურათებს, ნერვები მომეშალა, ავდექი და მეც გადავუღე სურათი.
წამოვედით სახლში, ნუ გვინდოდა წამოსვლა მაგრამ 4 ექვსი ნომერი ავტობუსი მოვიდა და აღარ გავდივათ, შემდეგი რო მოვა ის წავაო საშინელება იყო მართლა საათნახევარი ვიჯექით გაჩერებაზე. ა, ხო ლაშა ვნახეთ კიდე ( მხატვარი ) და სოფო და ალექსა ( რებითი და პენისა ) :D
როგორც იქნა სახლამდე მოვაღწიე, მაღაზიაში მაიონეზი ვიყიდე და სახლში რომ ავედი მაიონეზი მჟავე იყო, ძველი : ))))))))
აი პროსტააააააააააა ნუუუუუ როგორ შეილება ესეთი რაღაცეები მარტო ერთ დღეს მოხდეს, და თან ეხლა ნინო მეუბნება გუშინ ძაღლმა მიკბინა და ნემსებს მიკეთებენო :| რახან ცოცხლები გადავრჩით , აწი რაღა მოგვკლავს :D
ა, ხო აი ჩემი ახალი კეტები
მე დღეს მივხვდი რა მინდოდა ამდენ ხანს ...
შევეცი სექს, ნარკოტიკებს, და-ლე-ვას
ისეთი სიამოვნება იყო დღევანდელი ”ფოტო სესია ”
აჰ, მართლა ძალიან განვიცდიდი რასაც ვიღებდი
ვისაც ვიღებდი ისიც საშინლად აყვა მუსიკას და შედეგით ორივე პირღია დავრჩით
მოკლედ
ზოგჯერ ლაპარაკს ჯობია ნახო
ფოტოები თავისით იტყვიან ყველაფერს ...
ეს იყო დღეს ...
Foresee the traitors of the future embrace the changes of today
Fulfill the secrets of tomorrow to change the outcome, of yesterday
We forgive the world for nothing as we commemorate each day
But in the sunrise of tomorrow today will fall and fade away
Should we be sheep who live forever should we be lions for one day
That is the question of tomorrow that is the answer of today









მე გიხსნი შენ ჩემს სამეფო კარებს, სიტყვებით :
დედოფალო ჩემო, კეთილი იყოს აქ, მობრძანება შენი ... 
მშვენიერი დღე იყო
-გოგოებო ხურდა არ გაქვთ?
- (დუმილი)
-გახსოვართ?
-კი -მოდი გაკოცო
-შენ გახსოვარ?
-ნწუ
-აი ის ვარ, პრიჩოსკაზე რო რაღაც ...
-აა, ხოო
-მოდი გაკოცო
მაგარი ქალია ბოიშშ : ))
ისევ ბევრი ვიბოდიალეთ ორთაჭალაში გავედით
და ლამის რუსთავშიც ჩავედით ფეხით
-თეკ, მშია ... თეეეეეეეეეეკ მშია თეეეეეეეეკ
იქამდე იწუწუნა სანამ თავი არ შეიბრუნა : )))))
შიმშილით შეწუხებული ორი გოჭი სახლისკენ გზას დაადგა : ))))
გზაში ფენოვანი ხაჭაპური და ვაშლის პეროგივით რაცხა ვჭამეთ
-ბიძია, ბიძია აბა ქენით ღრუტ ღრუტ
...
იასნია დღის დაბოლოება ” under the bridge " და 6 ნომერ ავტობუსი : )
როცა გვეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა მაშინ გაგვეხსნა
და მთელი გზა გაგუდვამდე ვიცინეთ ..
thanks for a good day piglet :D
ააჰჰ
საშინელი დღე იყო გუშინ
არადა კარგ ხასიათზე გავიღვიძე
იდეაში ბევრი უნდა გვებოდიალა მარა ..
სახლიდაან 5-ისთვის გავედი/თ რომ 6-ზე მზიურთან ვყოფილიყავით
ალექსას დედას რომ ...
1 საათი გვალოდინა
მთლიანად ჩამეჯვა ხასიათში
ამასობაში იქაური ( ვაკელი ) " კაი ბიჭები"-ც გავიცალი
ბოლო ფრაზა ყველაზე მაგარი იყო
- თუ რამე გაგიჭირდეს აქ დათუნა იკითხე და ...
ლოლ
ღღღენიალნო, ესღა მაკლდა.
როგორც იქნა მოვიდა ალექსა რებითთან ერთად
სსულ არ მივაჯვი არა : )))
მოკლედ მზიურში დარჩნენ დასალევად
მე, ჰერმინე და რებითი კონცერტზე წავედით
გზაში თაზო და ამიკოც დაგვეცია და ბოლოს გენიალური ტაქსისტის მანქანაში მოვხვდით : ))
-უკაცრავად თქვენ ზესტაფონელი ხართ?
-რავიცი შვილო ღამე იყო რო მოვედი და არ მახსოვს : ))))
გიჟიიი, ძაან ბევრი გვაცინა
თავის ხუმრობებზე თვითონ უფრო მაგრად კაიფობდა : ))
ტაქსისტის სიტყვები რომელიც მთელი დღე ტვინში ჩაგვრჩა და ვიმეორებდით იყო
" რავა დამიშავე თვალები მაყვალივით "
ლოლ
როგორც იქნა მოვაღცწიეთ რიყემდე
ხალხი, ძალიან ბევრი ხალი
თან ყველა სხვადასხვა ფორმის, ზომის, არსის, გაგების
-თეკკ, სახლში მინდა
-მოიცა რა ტელესკოპს მოვუსმინოთ და წავიდეთ.
ვერ დავამუღამე გუშინდელი ტელესკოპის გამოსვლა
რაღაც "ახალი" ვეშები დაუკრეს და არ გამისწორდა. . .
კაცი რომელიც ყველა გამვლელს დალევას ეხვეწებოდა
2 ძაღლი რომელებიც ყველაზე მაგრად ერთობოდნენ
და
\
ისევ 6 ნომერი ავტობუსი და
ჰოუმ, სვით ჰოუმ ...
2 დღეა არაფერი დმიწერია და ჰერმინე პირველი მაგას მეუბნება მესინჯერში რო შევდივარ : ))
ამ ორ დღეში ისეთი აარაფერი არ მომხდარა
ბოდიალი სოლოლაკიდან ქართლის დედამდე
ქართლის დედიდან ნარიყალამდე
ნარიყალადან ბოტანიკურ ბაღამდე
ბოტანიკური ბაღიდან აბანოებამდე
და
აბანოებიდან ისევ ამ მითიურ ” under the bridge "
კარგად ნაცნობი ნახატის ცოტა თანამედროვე ვარიანტი
პრინციპში საქართველოში ვარ(თ) არც გამკვირვებია : )
ახალი საჩუქრები ... მარტო ჩემთვის .
დღეს მშვენიერი ძველი ” ახალი პროექტი ” აღმოვაჩინე : ))
და ბავშობაც გამახსენდააა ამ სიმღერით new art
ვაიმე ძალიან მიყვარდაააა და მიყვარს ისევვვ
კიდევ ერთი ძალიან საყვარელი Kraftowski ( მიშა აბესაძე ( ფორუმზე ცნობილი როგორც radioactivat ) -ს ტრეკიი
Something and Somewhere
მოუსმინეეთ ...
წავედით ეხლა, გავბოდიალდით
მივეცით თავები თბილისის ქუჩებს
დანარჩენი მერე, მერე - საღამოს : ))
უფ, შემიყვარდა ეს კაცი : ))
აჰ, გენიალურ ხასიათზე ავდექი
არაა, არ მძინებია საერთოდ მარა მაინც ძაან სავსე ვარ ენერგიით
და საშინლად ასწორებს ამ დილაუთენია ირაკლი ჩარკვიანის მოსმენა
მე სუულს მოგცემ
ამ სიმღერით
რა გაქვს
ჩემს სიყვარულზე მეტი
შენ ზღვას გავხარ
დამშვიდებულს
და მაინც ... ც .. ც ...
ძალიან მაგარი ამინდია ადექით
თან დღეს ჩემი მამიკოს დაბადების დღეა, დიდი ბიჭი გაიზარდა მაგრამ ზუსტად რამდენი წლის მეც არ მახსოვს : )
მთელი ღამე გავათენეთ, ჯერ ვითომ კინოს ვუყურეთ ” ინტერვიუ ვამპირთან ” თუ ამას ყურება ქვია , იმიტო რომ წინასწარ ვყვებოდით რა მოხდებოდა : ))
ათას სისულელეზე ვილაპარაკეთ
ყველაფერს შევეხეთ
საერთოდ ყველაფერს
დაჟე, რატომღაც მედიცინამაც მიიპყრო ჩვენი ყურადღება
კერძოთ კი გინეკოლოგიამ და დიდი აღბრთოვანებით და გაკვირვებით ვყვებოდით ათას გაგონილ ჭორსა თუ სიმართლეს.
მაგალითად ის რომ ერთხელ გინეკოლოგმა ქალს სასქესო ორგანოდან მასტურბაციის დროს ჩარჩენილი მკვდარი გველი ამოუყვანა.
ან თუნდაც ის რომ კაცს სწორი ნაწლავი გაეჭრა ჩამტვრეული ლამფუჩკის შუშისგან.
ვილაპარაკეთ ვამპირებზე, ვეძმებსა და ალქაჯებზე ( ამ ორ სიტყვას ყოველთვის ერთად ვახსენებ ხოლმე თითქოს ერთიმეორესგან რამით განსხვავდებოდეს )
ალქაჯებზე რა თქმა უნდა მე ვიაქტიურე, ისიც ყურებ დაცქვეტილი მისმენდა პატარა ლეკვივით.
- ქალიშვილების სისხლს თუ გადაივლებდნენ სამუდამოდ ახალგაზრდები იქნებოდნენ
-მართლა? და საიდან მოყავდათ ქალიშვილები.
-რავი მე, იპარავდნენ
-და სად იყო მაგდენი ქალიშვილები
-სულელო, განა ყოველდღე იბანდნენ, როგორც მახსოვს წელიწადში 4 დღეა რომელ დღეებშიც კარგია რიტუალების ჩატარება, და ამ 4 დღეს ხდებოდა მსხვერპლის შეწირვაც და ყველაფერი.. ერთი ზუსტად მახსოვს რომ 31 მაისია მეორე ჰელოუვილი ლოგიკურია და დანარჩენი 2 არ მახსოვს.
-და რაღაცეებს რო ამბობენ ხოლმე ის შელოცვები არ იცი?
-რად გინდა? : )) ის ვიცი რომ როგორც ქრისტიანები ამბობენ მამაო ჩვენოს ძილის წინ ისევე ამბობენ ისინიც ოღონდ უკუღმა ... ” ნიმა, ედმასინუკუ ითინუკუ ”
-და ცოცხები მართლა ქონდათ?
-აუ არა რა ცოცხები კაი რა.
-მე რავიცი დაფრინავდნენო და ...
-მასე იაღოველებიც დაფრინავენ 4-5 წამით : )))
მერე რაღაც ღრმა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ ზეპიზდეც ინტელექტუალურ თემებსაც შევეხეთ, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ ფროიდსაც მაგრად დავცინეთ.
-მაგ უბედურს ბანანიც ყლედ ეჩვენებოდა და მერე იტყვიან ადრე პიდარასტები არ იყვნენო ; )))
-დებილი ხარ შეჩემა : ))
-ვაიმე ეხლა მქონდა დეჟავუ
-როდის ? ”შეჩემა” რომ გითხარი?
-ოოო კაი რა ცმააც, ნუ მეკაიფები სულ ... გაქვს ხოლმე დეჟავუები?
-კიჰჰჰ ... ოხრად
-მეეც, და თან ძალიან დიდები
-ძალიან დიდი დეჟავუები არ არსებობს, შენ თუ ჩავარდნები გაქვს მეხსიერებაში ეგ არ ვიცი
-არა მართლა , აი ... როცა დეჟავუ მაქვს თუ გავიხსენე ამის მერე რა იქნება მაშინ ისე არ ხდება ხოლმე
-ბეჰეეჰჰ, იდიოტი ხარ ... გაიხსენე რა, კარგად დავიწყებული ძველი კი არაა : ))
-აბა რა ხდება დეჯავუს დროს?
-მმ, რავი .. არ ვიცი სხვადასხვა ვერსიებია, აი მე ბავშვობის ერთ მზიან დღეს რომ ვიჯექი კრიშაზე იმდონეზე დამარტყა მზემო რომ ჩემი საკუთარი თეორია ჩამოვაყალიბე მაგასთან დაკავშირებით
-აუუ, ცმააც მომიყევი რა
-ოო , უაზრობაა გიო
-მმიყვარს შენი უაზრობები, მომიყევი
-ნუ დავასკვენი რომ როცა დეჟავუ გემართება, ტვინის ის უჯრედი რომელიც იმ მოქმედებას აღიქვავს კვდება და მკვდარი უჯრედის მეხსიერება სხვა ცოცხალ უჯრედს გადაეცემა , ის ახლიდან აღიქვავს და შენ გგონია რომ ეს უკვე სადღაც იყო : )))
-ეე, ვმამენტ შეილება ხო?
-ფუ რა დებილი ხარ : )))))
ასე უზრობებში დაგვათენდა თავზე
-ვაიმე გი გათენნნდაა ..
-ოო , არაა არაა ნუ ამბობბ ისედაც ხო გათენდება და წახვალ
-კაი ხო არ გათენდა, მარა მაინც დილამშვიდობის გიი
-დილამშვიდობის ცმაც
-წადი ეხლა დაიძინე 10ზე ასადგომი ხარ
-ცოტახანი რა და დავიძინოთ
-არა მე არ მინდა, არ დავიძინებ ალბათ, დღეს სტუმრიანობა იქნება მამიკოს დაბადების დღეა და ..
-ა მიულოცე ცმაც, მიყვარს მამაშენი შენნაირი მაგარი როჟა რო გააკეთა მაგიტო : ))
-ფუ, პიდარასტო
-რატოო? შენ არ გიყვარს დედაჩემი?
-კი
-ფუ ლეზბიანკა : ))))))))
კიდე ერთი საათი ასე ერთმანეთის დაჟმაში გავატარეთ და როცა უკვე მიხვდა რო ითიშებოდა წავიდა და დაიძინა.
ძილისწინ ერთი საყვარლობა მომახალა
-ცმაც, იცი რა მინდა? აი ყოველ ღამე რომ დაგაძინო და შენ რო გეძინება მე ძალიან ლამაზი ამბები მოგიყვე და რასაც მოგიყვები სიძმრათ ნახო, სულ ლამაზი სიზმრები გექნება ეგრე
-ნეტაი შენ... დაეგდე დაიძინე
-კარგი, რო გავიღვიძებ დაგირეკავ ხო?
-აჰა, მიდი
-მიყვარხარ
-ნება ძილისა და სიზმართ ტკბილობები გი ...
ავდექი, და მაუსიზე ოდნავი შეხებით მონიტორიც გა-ნა-თდა ...
მოდი მოდი ჩემთან
მოდი მოდი მალე
მოდი მოდი კარგო
მოდი გაგვახარე
იეაჰ, ჩარკვიანი და ქეთათო ...
მოდი ჩვენთან ... ახალ წელს ...
რადროს ახალი წელია, ჯერ მთელი წელი წინ გვაქვს.
ნეტ რა მოხდება ამ წელს ”ისეთი”
და მერე წლის ბოლოს რომ ამავე ბლოგში დავპოსტავ განვლილი წლის მოგკლე ანალიზს
იმასაც აღვნიშნავ რომ 2 მაისის დილას ძალიან მაინტერესებდა თუ რა იქნებოდა წინ ...
წინ კი იყო ...
მომეცი თუ გაქვს
თბილი ხელი
მომეწი თუ გაქვს ნაზი ხმა
მომეცი თუ ხარ სოხუმელი
მომეცი შავი ძღვა
მომეცი შენი .. ჩემი .. შავი ზღვა ( ეს ისე უბრალოდ, ასე დაემთხვა სიმღერა თორე მთელი წელი ზღვაზე ოცნებობას არ ვაპირებ, მითუმეტეს რომ ვერ ვიტან ზღვას )
have a nice day squee : )
-ნინ, კარგი ამინდია ხო დღეს?
-ხო, კარგი ამინდია
-ჰერრრრ, გავიდეთ რა გარეთ ...
გა-ვე-დი-თ
მე
ჰერ
ნინ
კუდ
და ისევ ” under the bridge "
ვაიმე ის არის
ის
ის
ის
ის
ის
ის
...
”დღეს ჩვენ სკამზეთან რო ვიყავი ვიღაც პატარა თინეიჯერი გოგოები იჯდნენ და
მეთქი ავყრი თქო და შემეცოდნენ და ქვემოთ ჩავედი იცი საად
აი ნაით ოფისი როა ხო იცი?
მანდ რო სტაიანკაა მანდ
და რაღაცეებს ვიღებდი და მერე ისინიც ადგნენ და ზემოთ ავიდნენ და უცბან გამოვიქეცი და დავჯექი ჩევენ ადგილას და სულ შენზე ვფიქრობდი
და ბოლო ღერი მქონდა და ის მოვწიე და მერე ვიღაც შავებში ჩაცმული ბიჭი მოვიდა და აქ ნაშები არ ჩითავენ ხოლმეო მითხრა და
დავიბენი და მეთქი არ ვიცი მე აქ ვისვენებ თქო ვუთხარი და გაკვირვებულმა შემომხედა და წავიდა
და მერე ისევ სულ შენზე ვფიქრობდი და უფრო მიყვარდებოდი სულ სულ უფრო
აი გასკდომამმდეე
აი იცი როგორ მიყვარხარრ აი
როგორც ჩემი თავი მიყვარს ისე მიყვარხარ შენც
და ჩემი თავი მიყვარს ძაან, ძალიან ეგოისტი ვარ მაგრამ შენს მიმართ არა იმიტო რო შენც იგივე მე ხარ ოღონდ ჭუჭუების გარეშე : ))
ხო და კიდე ის მიყვარს, სიროკი
კიდე, ტირში რო ვთამაშობდი, აი რო ვისროდი აი იქ რო ვუმიზნებდი მთელ ჩვენ, აი როგორც გვიყვარს ერთმანეთი, აი თითო გასროლაში ერთ სიყვარულს ვდებდი და ამ სიყვარულმა ჩვენ ცმაცუნა გვაპოვნინა
აუუ არ ვიცი გავჭედე შენზე სულში მყავხარ
მთლიან სხეულში ხარ გადანაწილებული.
ისე მიყვარხარ რო ტელეფონი რო მირეკავს ესე ვიღებ ხოლმე - ხოო ცმაც.
და ვიღიმი, და ამ ტელეფონის ვიბრაცია შემიყვარდა კიდე იმიტო რო შენ რეკავ ხოლმე.
კიდე, კიდე მმ მმ მმ მმმ ... ჰჰ .ჰჰ ჰ ჰ ჰჰჰ ... კიდე დებილი ვარ კი არადა დებილურად ვლაპარაკობ
მართლა ეგრე მიყვაარხარ და რა ვქნა
ეგრე დებილურად გამოვხატავ სიყვარულს და ეგრე დებილურად მიყვარხარ იმიტო რო დებილი ხარ : ))))
კიდე არასდროს არ მეგონა რომ, ვიღაცა თუ ცხენად აღმიქვავდა ეგ მომეწონებოდა
და ის სიმღერა შემიყვარდა ლაშადკაზე რო არის (naik barzov - loshadka ) მე ვარ ეგ ლაშადკა
ხოდა დაგისვავ ხოლმე და ყველგან გათრევ ხოლმე სადაც წავალ
ხოდაა ზოგჯერ გადმოგაგდებ ხოლმე, რო გეტკინოს რამე და მერე მოვალ და მოგეფერები ხოლმე ცხვირით, და ენით აგლოკავ ხოლმე ამდენი არასდროს არავიზე არ მიფიქრია.
შენთან მინდა სადომაზუხისტური სექსი ისე მიყვარხარ : )))))))
ტკივილამდე აი სიკვდილამდე მიყვარხარ : )))
მართლა ძალიან მიყვარხარ
კიდე ხმები შემიყვარდა შენი ოთახიდან რო მოდის და შენს ოთახში რო გარედან შემოდის და შენი სუნთქვაა, შენი სუნთქვა მიყვარს მავსებს და შენი ცკმუტუნი
და დილით რო დაგირეკავ ხოლმე და რო გაღვიძებ და რო კრუსუნებ და რაღაც ხმებს რო უშვებ რო იზმორები აი ეგ ძალიან დიდი სტიმულს მაძლევს და დიდ ენერგიას და მთელი დღის განმავლობაში მაგ ენერგიით დავდივარ ხოლმე.
და შენი სიმღერები მიყვარს
არ ვიცი ... აააააააააააარდედფსკლფჯსდლკფჯსდლკფჯსდკლსდლს მიყვარხარ”
ასე მითხრა ზუსტად იმიტო რო რო ამბობდა თან ვწერდი , რაღაცეები გამომრჩა მარა არაუშავს : )
მერე
ბავშვი რო გვეყოლება იმასაც სკამის ქვეშ დაგიტოვებ ხოლმეო მითხრა და ძალიან ბევრი ვიცინეთ : ))
( რატო უნდა გვყავდეს საერთოდ ბავში მეთქი გავიფიქრე მარა მაინც ) ...
სრულად დღევანდელ დღეზე HERMINE-ს ბლოგში

