აჰ, გენიალურ ხასიათზე ავდექი
არაა, არ მძინებია საერთოდ მარა მაინც ძაან სავსე ვარ ენერგიით
და საშინლად ასწორებს ამ დილაუთენია ირაკლი ჩარკვიანის მოსმენა

მე სუულს მოგცემ
ამ სიმღერით
რა გაქვს
ჩემს სიყვარულზე მეტი
შენ ზღვას გავხარ
დამშვიდებულს
და მაინც ... ც .. ც ...

ძალიან მაგარი ამინდია ადექით
თან დღეს ჩემი მამიკოს დაბადების დღეა, დიდი ბიჭი გაიზარდა მაგრამ ზუსტად რამდენი წლის მეც არ მახსოვს : )

მთელი ღამე გავათენეთ, ჯერ ვითომ კინოს ვუყურეთ ” ინტერვიუ ვამპირთან ” თუ ამას ყურება ქვია , იმიტო რომ წინასწარ ვყვებოდით რა მოხდებოდა : ))
ათას სისულელეზე ვილაპარაკეთ
ყველაფერს შევეხეთ
საერთოდ ყველაფერს
დაჟე, რატომღაც მედიცინამაც მიიპყრო ჩვენი ყურადღება
კერძოთ კი გინეკოლოგიამ და დიდი აღბრთოვანებით და გაკვირვებით ვყვებოდით ათას გაგონილ ჭორსა თუ სიმართლეს.
მაგალითად ის რომ ერთხელ გინეკოლოგმა ქალს სასქესო ორგანოდან მასტურბაციის დროს ჩარჩენილი მკვდარი გველი ამოუყვანა.
ან თუნდაც ის რომ კაცს სწორი ნაწლავი გაეჭრა ჩამტვრეული ლამფუჩკის შუშისგან.
ვილაპარაკეთ ვამპირებზე, ვეძმებსა და ალქაჯებზე ( ამ ორ სიტყვას ყოველთვის ერთად ვახსენებ ხოლმე თითქოს ერთიმეორესგან რამით განსხვავდებოდეს )
ალქაჯებზე რა თქმა უნდა მე ვიაქტიურე, ისიც ყურებ დაცქვეტილი მისმენდა პატარა ლეკვივით.
- ქალიშვილების სისხლს თუ გადაივლებდნენ სამუდამოდ ახალგაზრდები იქნებოდნენ
-მართლა? და საიდან მოყავდათ ქალიშვილები.
-რავი მე, იპარავდნენ
-და სად იყო მაგდენი ქალიშვილები
-სულელო, განა ყოველდღე იბანდნენ, როგორც მახსოვს წელიწადში 4 დღეა რომელ დღეებშიც კარგია რიტუალების ჩატარება, და ამ 4 დღეს ხდებოდა მსხვერპლის შეწირვაც და ყველაფერი.. ერთი ზუსტად მახსოვს რომ 31 მაისია მეორე ჰელოუვილი ლოგიკურია და დანარჩენი 2 არ მახსოვს.
-და რაღაცეებს რო ამბობენ ხოლმე ის შელოცვები არ იცი?
-რად გინდა? : )) ის ვიცი რომ როგორც ქრისტიანები ამბობენ მამაო ჩვენოს ძილის წინ ისევე ამბობენ ისინიც ოღონდ უკუღმა ... ” ნიმა, ედმასინუკუ ითინუკუ ”
-და ცოცხები მართლა ქონდათ?
-აუ არა რა ცოცხები კაი რა.
-მე რავიცი დაფრინავდნენო და ...
-მასე იაღოველებიც დაფრინავენ 4-5 წამით : )))
მერე რაღაც ღრმა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ ზეპიზდეც ინტელექტუალურ თემებსაც შევეხეთ, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ ფროიდსაც მაგრად დავცინეთ.
-მაგ უბედურს ბანანიც ყლედ ეჩვენებოდა და მერე იტყვიან ადრე პიდარასტები არ იყვნენო ; )))
-დებილი ხარ შეჩემა : ))
-ვაიმე ეხლა მქონდა დეჟავუ
-როდის ? ”შეჩემა” რომ გითხარი?
-ოოო კაი რა ცმააც, ნუ მეკაიფები სულ ... გაქვს ხოლმე დეჟავუები?
-კიჰჰჰ ... ოხრად
-მეეც, და თან ძალიან დიდები
-ძალიან დიდი დეჟავუები არ არსებობს, შენ თუ ჩავარდნები გაქვს მეხსიერებაში ეგ არ ვიცი
-არა მართლა , აი ... როცა დეჟავუ მაქვს თუ გავიხსენე ამის მერე რა იქნება მაშინ ისე არ ხდება ხოლმე
-ბეჰეეჰჰ, იდიოტი ხარ ... გაიხსენე რა, კარგად დავიწყებული ძველი კი არაა : ))
-აბა რა ხდება დეჯავუს დროს?
-მმ, რავი .. არ ვიცი სხვადასხვა ვერსიებია, აი მე ბავშვობის ერთ მზიან დღეს რომ ვიჯექი კრიშაზე იმდონეზე დამარტყა მზემო რომ ჩემი საკუთარი თეორია ჩამოვაყალიბე მაგასთან დაკავშირებით
-აუუ, ცმააც მომიყევი რა
-ოო , უაზრობაა გიო
-მმიყვარს შენი უაზრობები, მომიყევი
-ნუ დავასკვენი რომ როცა დეჟავუ გემართება, ტვინის ის უჯრედი რომელიც იმ მოქმედებას აღიქვავს კვდება და მკვდარი უჯრედის მეხსიერება სხვა ცოცხალ უჯრედს გადაეცემა , ის ახლიდან აღიქვავს და შენ გგონია რომ ეს უკვე სადღაც იყო : )))
-ეე, ვმამენტ შეილება ხო?
-ფუ რა დებილი ხარ : )))))
ასე უზრობებში დაგვათენდა თავზე
-ვაიმე გი გათენნნდაა ..
-ოო , არაა არაა ნუ ამბობბ ისედაც ხო გათენდება და წახვალ
-კაი ხო არ გათენდა, მარა მაინც დილამშვიდობის გიი
-დილამშვიდობის ცმაც
-წადი ეხლა დაიძინე 10ზე ასადგომი ხარ
-ცოტახანი რა და დავიძინოთ
-არა მე არ მინდა, არ დავიძინებ ალბათ, დღეს სტუმრიანობა იქნება მამიკოს დაბადების დღეა და ..
-ა მიულოცე ცმაც, მიყვარს მამაშენი შენნაირი მაგარი როჟა რო გააკეთა მაგიტო : ))
-ფუ, პიდარასტო
-რატოო? შენ არ გიყვარს დედაჩემი?
-კი
-ფუ ლეზბიანკა : ))))))))
კიდე ერთი საათი ასე ერთმანეთის დაჟმაში გავატარეთ და როცა უკვე მიხვდა რო ითიშებოდა წავიდა და დაიძინა.
ძილისწინ ერთი საყვარლობა მომახალა
-ცმაც, იცი რა მინდა? აი ყოველ ღამე რომ დაგაძინო და შენ რო გეძინება მე ძალიან ლამაზი ამბები მოგიყვე და რასაც მოგიყვები სიძმრათ ნახო, სულ ლამაზი სიზმრები გექნება ეგრე
-ნეტაი შენ... დაეგდე დაიძინე
-კარგი, რო გავიღვიძებ დაგირეკავ ხო?
-აჰა, მიდი
-მიყვარხარ
-ნება ძილისა და სიზმართ ტკბილობები გი ...

ავდექი, და მაუსიზე ოდნავი შეხებით მონიტორიც გა-ნა-თდა ...

მოდი მოდი ჩემთან
მოდი მოდი მალე
მოდი მოდი კარგო
მოდი გაგვახარე

იეაჰ, ჩარკვიანი და ქეთათო ...

მოდი ჩვენთან ... ახალ წელს ...

რადროს ახალი წელია, ჯერ მთელი წელი წინ გვაქვს.
ნეტ რა მოხდება ამ წელს ”ისეთი”

და მერე წლის ბოლოს რომ ამავე ბლოგში დავპოსტავ განვლილი წლის მოგკლე ანალიზს
იმასაც აღვნიშნავ რომ 2 მაისის დილას ძალიან მაინტერესებდა თუ რა იქნებოდა წინ ...

წინ კი იყო ...

მომეცი თუ გაქვს
თბილი ხელი
მომეწი თუ გაქვს ნაზი ხმა
მომეცი თუ ხარ სოხუმელი
მომეცი შავი ძღვა

მომეცი შენი .. ჩემი .. შავი ზღვა ( ეს ისე უბრალოდ, ასე დაემთხვა სიმღერა თორე მთელი წელი ზღვაზე ოცნებობას არ ვაპირებ, მითუმეტეს რომ ვერ ვიტან ზღვას )

have a nice day squee : )

0 Comments:

Post a Comment



Newer Post Older Post Home