ღამის გათენების მერე, ზუსტად იმ დროს როცა ძირითადად ლოგინში ვძვრებით და ძილს ვეცემით, გაგვეხსნა ...
გაგვეხსნა და ორი ჭიქა ყავის და აბაზანის მერე, დილის 9 საათისთვის უკვე გაჩერებაზე ვიდექით მე და ქალბატონი ნათელა ( დღეს ასე ვეძახდი ჰერმინეს )
ნუ, როგორც ყოველთვის გაჩერებამდე საყვარელ მოსაწევ ადგილას შევიარეთ
აქვე, ჩემთან ახლოს.
-ლაკი წამომიღე?
-უჰუ ( თავის დაქნევა თანხმობის ნიშნად )
და ნათელას შავ ლაკში ამოთხვრილი ხელები ( ყველგან ესვა ფრჩხილების გარდა )
გაჩერებაზე რაღაც ახალი ” ბესეტკა” თუ რაც ქვია, ( აი რომ უნდა ჩამოჯდე ლოდინისას )
შევნიშნეთ, ორივეს ძალიან გვინდოდა ჩამოჯდომა მაგრამ ვერ ვრისკავდით, რატომღაც გვეგონა ახალი შეღებილი და სველი იქნებოდა.
-აი, მოდის
6 ნომერი ავტობუსი გამოჩნდა მაგრამ შიგ რომ შევიხედე იმდენად გათიშულ სახეებიანი ხალხი დავინახე რომ
- არა, შემდეგს დაველოდთ რა, არ მინდა აქ ასვლა.
ქვედა ტუჩი ოდნავ გამოწია, მხრები აიჩეჩა ( როგორც საერთოდ ჩვევია ) და
- კარგი
მითხრა ნათელამ
6 ნოემრის ლოდინში 11-მა ნომერმა მარშუტკამ გამოიარა და
- მოდი ამას გავყვეთ
-სად მიდის? ავჭალაში? ( გაუფართოვდა ნათელას თვალები, თითქოს ისე პატარა ქონდეს ) არა, ნამდვილად არ მინდა ავჭალაში
-წამმმოოო ...
ავჭალამდე არც მივედით, გამოფენასთან ჩამოვედით დიდუბეში, იქამდე ჩემი უბედური მპ3 პლეიერის ელემენტიც დაჯდა და გამოფენაზე შესვლამდე ოხრად მოგვიწია ბოდიალი ელემენტის საშოვნად.
-აბა ბუნება?
-იქით
გადაჭრილ და ძირს საწყლად დაგდებულ მორზე, მშვენივრად მოკალათდა ჩვენი არცთუისე პატარა ტრაკები და პირველი მოქმედება იასნია ჩანთის გახსნა, სიგარეტის ამოღება და მოკიდება იყო.
მერე ჰესეს ტრამალის მგელიც გადავიკითხეთ ( ნუ, ნათელა კითხულობდა მე ვუსმენდი )
-როდის მივალთ ჩანაწერებამდე
თქვა და რამოდენიმე ფურცელი გადაშალა
-უფ, ჯერ სად არის
თქვა და წიგნი დახურა და სამაგიეროდ დღიური გადაშალა, არც უკითხავს ისე დაიწყო კითხვა ( მას ხომ პირის გაჩერება მხოლოს მუსიკის სმენისას შეუძლია, ისიც თუ წამღერება, აყოლას არ ჩავთვლით )
თავიდან იყო ქუთაისი, ქუთაისი, ქუთაისი, მერე მაკას სამზარეულო და მერე ...
ლოლ
მერე იყო ჩვენი დღეები ( ასე იმ დღეებს უწოდებს რომელიც ერთად გვაქვს გატარებული )
და დღის ფრაზა : ” დროა დავიწყო ”
სიცილი, ხარხარი ცრემლებამდე ( ეს მაინც გვეხერხება სხვა თუ არაფერი )
და მორიგი გენიალური აზრი ჩვენს უტვინო ტვინებში.
გადავწყვიტეთ რომ ყველგან სადაც დღეს წავიდოდით ასეთი პატარა ფურცლები დაგვეტოვა, უაზრო გაურკვეველი ფრაზებით
რომლებსაც მერე ვიღაც ჩვენნაირი ან ჩვენზე მეტად დარტყმული დაივლიდა და აკრიბავდა.
ნუ ეს უკანასკნელი იასნია ჩევნი ფანტაზიის ნაყოფი იყო ...
ვნახეთ უბედური რა შუაშია და გოთი ( შავი ) სპერმატოზოიდები რომლებიც
გამწარებული გასანაყოფიერებელ შავსავე კვერცხუჯრედს ეძებდნენ ... ეს ისე ისევ ჩვენი ფანტაზიები თორე სინამდვილეში უბრალო თავკომბალები იყვნელ, ნაგვიან და ამყაყებულ წყალში.
ქალი რომელიც ბაყაყს ეძებდა ვითომდა წამლისთვის.
და ძაღლები, ძალიან ბევრი ფაშისტი და ორიც კომუნისტი ძაღლი :D
მოგვბეზრდა გამოფენაზე ბოდიალი და ფეხით ჩამოვედით წერეთლის მეტრომდე, გზაში კაკ ვსეგდა ათასჯერ მომძვრა ნაუშნიკი, იმიტო რო ნათელა ხან მარცხნივ და ხან მარჯვნივ იქნებდა შავი ლაკით გათხაპნილ თითებს.
-უკაცრავად აქედან რუსთაველზე რა მიდის?
-33 ნომერი ავტობუსი
-მადლოობთ
ნუ რუსთაველში ეს ბოლო პერიოდია მხოლოდ ჩვენი საყვარელი იხიდი იგულისხმება სადაც არარსებობს დღე რომ არ გავიაროთ.
დღესაც ...
” ჩემო მშვენიერო ლეიდი, საღამო მშვიდობისა ”
თავჩაქინდრული ნათელა ისევ თავის საყვარელ ბერიკაც ჩაუჯდა
და დაახლოებით ნახევარი საათი ისე ვიჯექით არცერთს ხმა არ ამოგვიღია, მე რაღაცეებს ვიღებდი, ნათელა კი კითხულობდა.
ბოლოს თავისი დღიური და ჰესეს მორიგი წიგნი ამოიღო ამჯერად გერმანულად.
მონიშნულ ( თუ დაზეპირებულ ) ადგილად გადაშალა, იქიდან რაღაც ამოიწერა ფურცელზე , რომელსაც კიდევ ერთი ნახევარი საათი ეჩალიჩა, გემის გაკეთება უნდოდა მაგრამ როცა მიხვდა რომ არაფერი გამოუვიდოდა, ფურცელი უბრალოდ ოთხად გადაკეცა
- იცი თეკ, ყველაზე მნიშვნელოვანი წერილილები არასდროს არ მისდის ადრესატს.
მითხრა და ფურცელი მტკვარში გადააგდო.
-იასნია არ მიუვა თუ ჭუჭყიან წყალში გადააგდებ
ვუთხარი მე და ჩავეხუთე ( ღმერთო რა საყვარელი ვარ )
კიდევ რამოდენიმე ღერი სიგარეტი და ხიდიდან 6 ნომრში და 6 ნომრიდან ნათელას ოთახში ამოვყავით თავი.
კარგახანს ძალიან გათიშულები ვიჯექი, მერე რაღაც შემოტევები დამეწყო უძინარზე
-ოthაthუნაა ...
მერე ისევ სიჩუმე, რაღაც წუთიერი ჩაძინებები და ბოლოს კომპიუტეის მაგიდის ქვეშ გაშხლართული ნათია :D
( არა, ჩაძინებით არ ჩაძინებია და არც სკამიდან გადმოვარდნილა, უბრალოდ ვუღუტუნებდი და ... )
მერე რა, ა ხო მერე სალათი .. ანი .. მიმწვარ - მომწვარი კვერცხიანი პურები და სახლი : )
არადა ვამბობდი დღეს არაფერს არ დავწერ ბლოგზე, დამეზარება მეთქი მაგრამ ..
დღის სიმღერა კიარადა საუნდტრეკი
We are the nobodies
We want to be somebody's
We're dead, we know just who we are ... 
კარგია ორივეს სხვადასხვა რამეები რომ გვამახსოვრდება, თუმცა ის რაც ყველაზე მთავარი იყო ჩემთვის, ორივეს ერთნმაირად ჩაგვრჩა მეხსიერებაში, ეგოისტი ვარ ალბათ