8:49
ასეთ დროს აჩვენებს ჩემი კომპი ახლა, მაგრამ სინამდვილეში 7:49-ა
სულ ერთი საათით წინაა ეს უბედური.
რას ვაკეთებ ამ დილაუთენია კომპთან არ ვიცი
ათასჯერ დავწექი დასაძინებლად მაგრამ ათასჯერვე დავუბრუნდი ჩვეულ პოზას კომპთან.
გუშინ სალი, ზურა და გეგა იყვნენ გამოსულები
მამრებმა დალიეს და სულ თითის ტაკებით დაულურჯეს სალის მკერდი. sucks :|
პროწივაგაზიი ...
დიდი ხნის ნანატრი რაღაც მომიტანა გეგამ მაინც
და მაინც იმ დროს როცა აპარატი არ მაქვს. sucks :|
მარა რამოდენიმე ფოტო მაინც გადავიღეთ,
მკერდ დალურჯებული ქალის აპარატით ...



იყო უფრო ” ინტიმური ფოტოები”-ც
რომლის დადებისგან დავს შევიკავებ. sucks :|
მთელ ოთახში თევზის, არაყის , ლუდის და სიგარეტის არეული სუნი იდგა.
და ამ დროს სალი სრული სერიოზულობით ამბობს
ამ ოთახში ყოფნა მევასება, ყოველთვის კარგი სუნი დგასო : ))
ზურა კიდე ვაშე ნიპრიჩომ ამბობს თავაწეული ჩემზე
ძაან მაინც არავის უყვარს ეს ოთახიო მერე გავახსენდი
მე და დაამატა ნუ რა თქმა უნდა თეკოს გარდაო. sucks :|
( საშინლად არეული იყო და მყრალი ოთახი )
ისე, 2-ვე ფანჯარა ღია იყო, არც იდგა მგონი სუნი მარა რომ ვხედავდი
აქეთ იქით მიყრილ ბოთლებს და თეფშზე გართხმულ,
დაუნდობლად მოგლეჯილ თევზის თავებს სუნი თავისით მაწვებოდა ცხვირში.
აუ ... მერე იყო კოშმარი ეს 2 მეტალისტი - გეგა და სალი კიდე ხო
მარა ეს ზურა რამ გააგიჟა,
კურტი კურტიო, კეიტი და პანკიო გაიძახის
და მეტალზე ისეთი მონდომებით იქნევს თმას ( თან ეხლა უფრო გაეზარდა )
მგონი ყვავას შეშურდება.
მოკლედ ჩამირთეს ეს იმორტალი და ისეთი
სიამოვნებით უსმენდნენ ამ ” ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ მუსიკა”-ს
რო მეტი არ შეიძლება, შეილება
რაღაც ბრიტნი სპირსის მსმენელი პაპსავიკივით ვბაზრობ მარა მე მოვკვდე მეტალის
მოსმენას მირჩევნია ჩემი ზოგადი სამართალის ლექტორს
ვუსმინო მთელი დღე.
ვაშეეე .. ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ
და ვსო ითიშება მუსიკა,
მერე კიდე ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ და
აუუუ რა მაგარი შეიყვანა ნახე?! ( ეს კითხვა მკლავს )
მაპატიეთ, ზედმეტად ბანძი ვარ მეტალისთვის მეთქი ვთქვი
და ფლეილისტში ეგრევე ” პიკოლო, პიკოლო, პიკოლო ... ამოოორეე ” გაიჩითა.
წასვლის დრო მოვიდა, აიკიხეს ყველაფერი და გასახლდნენ ციყვნარიდან.
ლუდი დარჩათ ამ უბედურებს და ვისაც გინდათ
ამოდით, დაგალევინებთ. მე მაინც არ ვსვავ და ..
ასეთი იყო გუშინდელი დღე, საღამო, ღემე ..
ღემე რა, იასნია ფილი გადმოვწერე , რაღაც ახალი დადეს ჰოსტელის მეორე ნაწილი
და იმას ვუყურე, მარაზმ .. ისევე როგორც პირველი.
მერე შაინ გადმოვწერე მარა დამეზარა ყურება და ეგრევე მივაშალე.
მერე რა, მერე ქვილოს ველაპარაკე მესინჯერში ..
მერე დავწექი .. ავდექი .. დავწექი .. ავდექი .. დავწექი cure ჩავრთე ..
ავდექი, გამოვრთე bauhaus -ი ჩავრთე და ასე გათენდა.
ეხლაც ვზივარ და ვუკაკუნებ კლავიატურას, ისევ cure-ის b-side-ების
ალბომის ფონზე ...
9:19
ჰეჰ, ნახევარი საათი მოვუნდი ამის წერას ...
დილლაა მშვიდობისა suckართველო ან საქartველო ...
და ძილინებისა მე.
sweet colours of the devil in my dreams
უფრო მომწონს
somehow... )))
მეტალი, სმა , ვერ დავთვერით..
გუშინ მეც ეგრე ვეგდე დაქალის კარგად ნაცნობ ბინაში და უსაქმურობისგან დავიღალე..
დალევა მინდა
კიდევ
რაც შეიძლება ბევრის
:D
ციყვ, ახლა ჯავრების დაგროვებას ვიწყებ და ვაი, მალე შენი ბრალი, შე იმმორტალისტო. :D
http://kidblog.wordpress.com/
მადლობა თანამშრომლობისათვის!