” დავლიე და .. დედაააააააა ახლიდან დევიბადე ”
© სალხინოს რეკლამა.
( ეს იმ პონტში რო წინა პოსტში თავი მოვიკალი )
მუედი ...
კიარადა ”გავედი”-თ უნდა დამეწყო იმიტო რო როგორც იქნა გავედი
გა-ვე-დი
გა-ვე-დი
კუჭში არა, კუჭში ისედაც გავდივარ ხოლმე
უბრალოდ გარეთ გავედი, როგორც იქნა 12 დღის მერე ( კ სატი ზუსტად 2 კვირა გამოდის თქო უნდა მეთქვა მარა მერე მივხვდი რო 6+6 არის 12 და არა 7+7 )
ასეთი უინტერესოა ჩემი ცხოვრება, ეს ბლოგი რო გავაკეთე თავიდან დღეს არ ვმაზავდი კი არა დღეში 3-3 პოსტს ვაკეთებდი მარა ...
მოკლედ დღეს დამირეკა ნათელამ, იასნია ჩქარი ლაპარაკით
მომაყარა რაღაც, მეც დავეთანხმე და გავთიშე
ცოტახანში დავფიქრდი, შევანელე, გადავხარშე მისი ნათქვამი და მივხვდი
რო სადღეც მიმათრევდა არადა ნათესავს ველოდებოდი, თან ნელი უნდა მოსულიყო
მარა მიზეზი რომ გავიგე ტეხავდა არ გავყოლოდი :))))
ხიდი?
არა ... ჩემი და გი-სია. თან დაკეტილია
კანატკა?
ლოლ, რა კანატკა რომელი პანკი ეგაა .. პაპსაა ტო, ტეხავს თქო და კრიშა ...
იასნია, კრიშა
და წავედით ...









დაახლოებით ამ მიმდინარეობით უნდა ნახოს იმ ადამიანმა ეს ფოტოები
ვისთვისაც დღეს სახლიდან გამათრია ნათელამ
და ამის მიხედვით უნდა გაიაროს ხვა გზა ლაკრიმოსას დისკოგრაფიამდე :D
ჰაა, იცოდეს ტილო ვულფმა რეებს ვაკეთებთ მაგისი დისკოგრაფიის გადასაცემათ
კიდე ერთ 5 დისკს ჩაწერდა.
-წამო ზემოთაც ავიდეთ ჩვენთან, ერთი ღერი მოვწიოთ და წავიდეთ.
-წამო ..
მარა ისე წადით თქვენ ჯანდაბაში რავარც ერთი ღერის მოწევის თანავე წამოვედით ჩვენ იქიდან
ნათელა მერლინ მონროობდა ( ქარი იყო და კაბას უფრიალებდა და მაგ პონტში )
მერე ძეგლობდა, თუ ბეტონობდა 
და მერე ზაჟიგალკა ამიფეთქა სახეში :| was nice ...
-ალიო, მაკ, თეკოსთან ავდივართ და ამოგვივლი ? ...
-ეხლა რაღაცას ვაკეთებ და დაგირეკავთ მერე
ხო, ეხლა 10:27 -ია ..
ნათელა სახლშია უკვე ..
მაკა კიდე დარეკავს 12 საათისთვის და მეტყვის კიდე შენთან ხართ?
ლოლ
სახლში 6 ნომრით მოვედით
ლოლ
იმდენი ხანია ჩვენს ავტობუსში არ ვმჯდარვართ რო ისიც დაგვავიწყდა საიდან გადიოდა
გამსახურდიაზე გამოივლიდა თუ პელინზე ( მგონი ასე ქვია ქუჩებს )
ნათელას გაცილების დრო რომ მოვიდა, ბარემ სიგარეტს ამოვიტან მეთქი ვიფიქრე
და დედაჩემთან მივედი
-დედა, დღეს სიგარეტი ამომიტანე?
-ხო, იქ არ იდო?
-ის გუშინდელი იყო ..
-... ( იხევა სიცილით )
-რას იცინი, მომე ფული ..
- ( იხევა სიცილით ) იქ ხო იდო? თუ ყოველ დღე აუცილებელია 1 პაჩკა მოწიო.
-კაცო არ გკიდია? მომე ფული
-არა .. ( იხევა სიცილით )
-რა არაააააააა
-წადი შკაფი გამოაღე აბა თუ არ დევს
თავდახრილი, დებილი ბავშვივით წავედი, გამოვაღე და ვიპოვე ...
- შენი საკაიფო ვარ? ამხელა ქალი ...
მივაძახე და გამოვედი ... ნათელა 72 ნომერში ჩავსვი სახლში გავუშვი და ბოლო ფრაზა
როგორც ყოველთვის ” შემოდი ” ( ის მსნ-ში შემოსვლას ნიშნავს )
სანამ კომპიუტერები არ იყო ამბობდნენ - დაგირეკავ
მანამდე - გამოგვი, ან მტრედს გამოგიშვებ
მანამდე რა?
მანამდე ალბათ საერთოდ არ ყავდათ მეგობრები ..
მოკლედ გავუყლევე უკვე წავედი კინოს ვუყურებ რამეს.
c ya
ლოლ
:2kiss:
კრიშა